"განუზომელი ტკივილი, საქართველომ ღირსეული შვილი დაკარგა.." - ტრაგიკულად დაღუპულ ბიჭს ემოციურად ემშვიდობებიან

22-06-2023
გიორგი ზ.
Aa

ოზურგეთში მომხდარ ავარიას 17 წლის ბიჭის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ტრაგიკულად გარდაცვლილ ბიჭს ემოციურ პოსტს უძღვნის ოზურგეთის მეოთხე საჯარო სკოლის დირექტორი.

"განუზომელი ტკივილი... დათალხული ფიქრები... თანატოლების სიყვარული და მასწავლებელთა პატივისცემა... საქართველომ ღირსეული შვილი დაკარგა... 

ლამაზი, თავაზიანი, პატრიოტი, გამტანი, მეგობრული, გამამხნევებელი, იუმორის გრძნობით, მორიდებული, სიკეთითა და სიყვარულით სავსე სული... გულადი ნიკა, მასწავლებელთა მარადიული სევდა...

ნიკას სიცოცხლის დაისი...", - წერს სოციალურ ქსელში ტარიელ კალანდაძე.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები