ბათუმში ქალს სახურავიდან ჩამოვარდნილი თოვლის მასა დაეცა, ის კლინიკაში გადაიყვანეს

01-03-2025
გიორგი ზ.
Aa

დღეს, პირველ მარტს, ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე 40 წლამდე ქალს, რომელიც ქუჩაში გადაადგილდებოდა, შენობის სახურავიდან ჩამოვარდნილი თოვლის მასა დაეცა თავში.

როგორც თვითმხილველი "ბათუმელებს" ეუბნება, დაშავებული ქალი სასწრაფო დახმარების მანქანით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ბათუმში ბოლო რამდენიმე დღე ინტენსიური თოვის შედეგად, ნახევარ მეტრზე დიდი თოვლი მოვიდა.

სახლის სახურავები რადგან გაწმენდილი არ არის, თოვლის მასა შენობის სახურავებიდან დნობის შედეგად ძირს ვარდება. სახიფათო ადგილები კი არ არის შემოსაზღვრული ლენტით.

ამიტომ მოქალაქეებმა, რომლებიც შენობების გასწრივ ტროტუარებზე გადაადგილდებიან, უნდა გამოიჩინონ სიფთხილე.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები