"ასეთი უგულო ვინ გყავს გვერდით, რომ ასე გექცევა შენც და მეც..", - რას წერს ბათუმში დაკარგული ბიჭის დედა

28-02-2025
გიორგი ზ.
Aa

ბათუმში დაკარგულ ალექსანდრე მიქელაძეს ამ დრომდე ეძებენ. ბიჭი 16 იანვარს, ღამით 22:00 საათიდან გაუჩინარდა.

ალექსანდრეს დედა სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს.

"ამ მონატრების სიცარიელეში რამდენ ხანს გავძლებ, მართლა აღარ ვიცი, დე...

შენი დაძახებული 'დეე' ჩამესმის სულ ყურში, მაგრამ არ გინდა მოსვლა და რატო? ნუთუ ასეთი უგულო ვინ გყავს გვერდით, რომ ასე გექცევა შენც და მეც...

მოდი რა და გააფერადე დღეები, გემუდარები, დე", - წერს ნათია დიაკვნიშვილი.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები