"ეს 2-3 დღე იქნება კრიტიკული…თუ ვინმეს გადაუდებელი და მნიშვნელოვანი საქმე არ გაქვთ...", - რას ამბობს გოგა მანია

28-02-2025
გიორგი ზ.
Aa

ეზოტერიკოსი გოგა მანია მოსახლეობას გადაადგილებისგან თავის შეკავებას ურჩევს.

მისი თქმით, ეს 2-3 დღე იქნება კრიტიკული, რადგან გაიზრდება ზვავების ჩამოწოლის საფრთხე.

"თუ ვინმეს გადაუდებელი და მნიშვნელოვანი საქმე არ გაქვთ, ჩემი რჩევა იქნება რიკოთის უღელტეხილზე ნუ მოხვდებით. განსაკუთრებით ეს 2-3 დღე იქნება კრიტიკული. ზვავსაშიშროება იქნება სოფლებში და მოსახლეობა დაზარალდება.

თუ ძალიან მნიშვნელოვანი არ არის, ეს 3-4 დღე ნუ იმგზავრებთ. გისურვებთ სიკეთეს და კარგად ყოფნას," - ამბობს გოგა მანია.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები