"ილია მეორის გადაწყვეტილებით, სტიქიით დაზარალებულთათვის საპატრიარქოდან დახმარება გაიგზავნება" - საქართველოს საპატრიარქო

27-02-2025
გიორგი ზ.
Aa

"დასავლეთ საქართველოში დიდთოვლობამ ჩვენი ხალხისა და, ზოგადად, ქვეყნისთვის მძიმე შედეგები მოიტანა. სამწუხაროდ, არის მსხვერპლიც. ხელისუფლება, სამაშველო სამსახურები და მოხალისეები - ყველა ცდილობს, შეეწიოს სტიქიის ზონაში მოხვედრილთ“, – ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს საპატრიარქოს განცხადებაში.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ილია მეორის გადაწყვეტილებით, საპატრიარქოდან დაზარალებულთათვის გაიგზავნება საკვები პროდუქტი, ტანსაცმელი, მედიკამენტები, თბილი გადასაფარებლები.

"სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორის გადაწყვეტილებით, საქართველოს საპატრიარქოდან დაზარალებულთათვის გაიგზავნება საკვები პროდუქტი, ტანსაცმელი, მედიკამენტები, თბილი გადასაფარებლები და სხვა. ღმერთმა დალოცოს სტიქიის ზონაში მყოფნი, ღმერთმა დალოცოს სრულიად საქართველო და დაიფაროს განსაცდელთაგან.

P.S მადლობა საქველმოქმედო ფონდ ავერსს თანადგომისთვის", - ნათქვამია საქართველოს საპატრიარქოს განცხადებაში.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები