კრიტიკულად ცუდი ხარისხის ხორცის სარეალიზაციო ობიექტი დაჯარიმდა და საწარმოო პროცესი შეუჩერდა
სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადებით, ტრიქინელოზის დადასტურებული შემთხვევის შედეგად ხორცის სარეალიზაციო ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერდა.
“სახელმწიფო კონტროლისას აღნიშნულ ობიექტზე გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობები, კერძოდ, სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დარღვევა; კოროზირებული ინვენტარი, არასათანადო რეცხვა-დეზინფექცია; ბიზნესოპერატორს არ აქვს დანერგილი საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების სისტემა (HACCP);
დარღვეულია ეტიკეტირებისა და მიკვლევადობის წესი, რის გამოც ინდმეწარმე დაჯარიმდა 1000 ლარით და შეუჩერდა საწარმოო პროცესი კრიტიკული შეუსაბამობების აღმოფხვრამდე და საქმიანობა - ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციამდე.
ამასთან, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ობიექტიდან აიღო ღორის ხორცის ნიმუშები, რომელთა ლაბორატორიული კვლევის შედეგები მოგვიანებით გახდება ცნობილი” -აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.