"კლინიკაში შეყვანიდან ზუსტად 5 წუთში იმშობიარა... მადლობა ჩოხატაურის სამაშველო სამსახურის თანამშრომლებს" - რას წერს მოქალაქე ჩოხატაურიდან

25-02-2025
გიორგი ამილახვარი
Aa

სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით რამ­დე­ნი­მე დღეა გა­და­უ­ღებ­ლად თოვს. დიდ­თოვ­ლო­ბამ პრობ­ლე­მე­ბი უკვე შექ­მნა გუ­რი­ი­სა და აჭა­რის რე­გი­ო­ნებ­ში. დიდ­თოვ­ლო­ბის შე­დე­გად მო­ქა­ლა­ქე­თა ნა­წი­ლი გარე სამ­ყა­როს არის მო­წყვე­ტი­ლი. დი­ლი­დან მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი წე­რენ, რომ ზო­გი­ერთ სო­ფელ­ში ად­გილ­ზე ვერ ახერ­ხებს მის­ვლას სას­წრა­ფო სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბაც.

თუმ­ცა ამ სა­ღა­მოს სოცქსელ­ში სა­სი­ა­მოვ­ნო სი­ახ­ლე გავ­რცელ­და. რო­გორც გა­ირ­კვა ჩო­ხა­ტა­ურ­ში სა­მაშ­ვე­ლო სამ­სა­ხუ­რის დახ­მა­რე­ბით მშო­ბი­ა­რე მო­ქა­ლა­ქის კლი­ნი­კა­ში გა­დაყ­ვა­ნა დრო­უ­ლად მო­ხერ­ხდა.

"უღ­რმე­სი მად­ლო­ბა ჩო­ხა­ტა­უ­რის სა­მაშ­ვე­ლო სამ­სა­ხუ­რის ყვე­ლა თა­ნამ­შრო­მელს თავ­და­უ­ზო­გა­ვი შრო­მი­სა და პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მის­თვის. რომ არა თქვე­ნი თავ­და­დე­ბა, პრაქ­ტი­კუ­ლად შე­უძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბო­და მშო­ბი­ა­რე ქა­ლის ჩო­ხა­ტა­უ­რის "მე­დალ­ფას" კლი­ნი­კა­ში გა­დაყ­ვა­ნა ფორ­სმა­ჟო­რულ რე­ჟიმ­ში, რო­მელ­მაც შეყ­ვა­ნი­დან ზუს­ტად 5 წუთ­ში იმ­შო­ბი­ა­რა და და­ი­ბა­და ჯან­მრთე­ლი ბიჭი დე­მეტ­რე სი­ხა­რუ­ლი­ძე. მად­ლო­ბა კლი­ნი­კის მო­რი­გე პერ­სო­ნალს, კო­ლე­გებს უს­წრა­ფე­სი რე­ა­გი­რე­ბი­სა და მხარ­და­ჭე­რის­თვის " - წერს მო­ქა­ლა­ქე ნატო კიკ­ვა­ძე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში.=


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები