ორი ადამიანია მოწამლული შაურმით, საწამლავს აკეთებენ - რა ინფორმაცია ვრცელდება რუსთავიდან

22-06-2023
გიორგი ამილახვარი
Aa

რუსთავში შაურმით ორი ადამიანი მოიწამლა. ინფორმაციას „ინფო რუსთავი“ ავრცელებს.  როგორც დაჩი აბაშიძე სააგენტოსთან საუბრისას ამბობს, მან შაურმის მირთმევის შემდეგ მწვავე ინტოქსიკაცია მიიღო.  

„შაურმით მოვიწამლე, გლოვოთი მქონდა გამოძახებული. ექიმებმა მწვავე ინტოქსიკაციააო. მართალია საშაურმემ დამირეკა ბოდიშებით და ა.შ მაგრამ ისეთი დღე გადავიტანე, ახლაც კი ცუდად ვარ“, - განუცხადა საინფორმაციო სააგენტოს დაჩი აბაშიძემ. 

 მეორე მოწამლული, რომელმაც იმავე ობიექტიდან გამოიძახა შაურმა, აცხადებს, რომ ინტოქსიკაციის გამო, მასაც საავადმყოფოში გადაყვანა დასჭირდა.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები