"ჩემი შვილი ზედოზირებით არ გარდაცვლილა... რა მოხდა სინამდვილეში?" - რას ჰყვება გარდაცვლილი ანესთეზიოლოგის დედა

21-02-2025
გიორგი ზ.
Aa

რამ­დე­ნი­მე დღის წინ ნარ­კო­ტი­კის ზე­დო­ზი­რე­ბით ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცი გარ­და­იც­ვა­ლა. და­ღუ­პუ­ლი ექი­მი ანეს­თე­ზი­ო­ლო­გი გი­ორ­გი გელ­დი­აშ­ვი­ლია.

გარ­დაც­ვლი­ლის დე­დამ ტრა­გე­დი­ის მი­ზე­ზებ­ზე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ისა­უბ­რა. ვი­დე­ო­მი­მარ­თვა­ში მან თქვა, რომ მისი ვაჟი ნარ­კო­და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას შე­ე­წი­რა. თუმ­ცა, გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზე­ზი უშუ­ა­ლოდ არა ზე­დო­ზი­რე­ბა, არა­მედ სრუ­ლი­ად სხვა იყო...

"რა მოხ­და სი­ნამ­დვი­ლე­ში... ბევ­რმა სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­შუ­ა­ლე­ბამ დადო ტყუ­ი­ლი ინ­ფორ­მა­ცია ჩემი შვი­ლის ზე­დო­ზი­რე­ბით გარ­დაც­ვა­ლე­ბის შე­სა­ხებ. ეს არ ყო­ფი­ლა ზე­დო­ზი­რე­ბა, სი­ნამ­დვი­ლე­ში რა მოხ­და...", - ამ­ბობს ნინო გელ­დი­აშ­ვი­ლი.

მისი თქმით, გარ­დაც­ვა­ლე­ბამ­დე, იმ დი­ლით მან და­უ­რე­კა ნარ­კო­დი­ლერს და უთხრა, რომ უნ­დო­და ორი ცალი კონ­კრე­ტუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბა.

"ჩემ­მა შვილ­მა გა­და­რი­ცხა 100 ლარი. გავ­ტე­ხე მისი ტე­ლე­ფო­ნი და ხელთ მაქვს ყვე­ლა მი­წერ-მო­წე­რა ამ კონ­კრე­ტულ ნარ­კო­დი­ლერ­თან. რომ მი­ვი­და ნარ­კო­დი­ლერ­თან, ეტყო­ბა არ ჰქონ­და, რაც ჩემ შვილს უნ­დო­და, თან­ხას ხომ არ და­კარ­გავ­და, მის­ცა სხვა პრე­პა­რა­ტი. ამ პრე­პა­რატს და­ად­გენს შე­სა­ბა­მი­სი ექ­სპერ­ტი­ზა.

ჩემ­მა შვილ­მა იგ­რძნო, რომ გახ­და ცუ­დად და სთხო­ვა გა­და­მიყ­ვა­ნეთ კლი­ნი­კა­შიო. იმან ალ­ბათ იფიქ­რა ჩემს სახ­ლში ცუ­დად არ გახ­დე­სო. სახ­ლი­დან გა­მო­იყ­ვა­ნა, გა­მო­ი­ძა­ხა ტაქ­სი და უთხრა - რა ღუ­დუ­შა­უ­რის კლი­ნი­კა, წადი სახ­ლშიო. გა­მო­ი­ძი­ნე და კარ­გად იქ­ნე­ბიო. ტაქ­სის მძღო­ლიც გა­აფრ­თხი­ლა, ნას­ვა­მია და რაც არ უნდა გი­თხრას, სახ­ლში მი­იყ­ვა­ნეო," - ამ­ბობს გარ­დაც­ვლი­ლის დედა.

მისი თქმით, მოგ­ვი­ა­ნე­ბით მა­ინც გა­და­იყ­ვა­ნა შვი­ლი კლი­ნი­კა­ში, თუმ­ცა დაგ­ვი­ა­ნე­ბუ­ლი მკურ­ნა­ლო­ბის გამო ახალ­გაზ­რდა ექი­მის გა­დარ­ჩე­ნა ვერ მო­ხერ­ხდა.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები