"ნისლი, ქარბუქი და შტორმი“ - გარემოს ეროვნული სააგენტოს საგანგებო გაფრთხილება მოსახლეობას

22-02-2025
გიორგი ზ.
Aa

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის შესახებ განცხადებას ავრცელებს და საზოგადოებას აფრთხილებს.

"23-25 თებერვალს დასავლეთ საქართველოში კვლავ მოსალოდნელია თოვლი, ზოგან ძლიერი. სანაპირო რაიონებში ძლიერი, დროგამოშვებით ძალიან ძლიერი ქარი, ზღვაზე 4-6 ბალიანი შტორმი, კოლხეთის დაბლობზე ღამის საათებში ჰაერის ტემპერატურის -4, -6 გრადუსამდე დაწევა.

საქართველოს მთიან და მაღალმთიან რაიონებში ზოგან ნისლი, ქარბუქი და ზვავსაშიშროება, საავტომობილო გზებზე ლიპყინული, ელექტროგადამცემ ხაზებზე შემოყინულობა.

დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესების, ქარბუქის, ლიპყინულის და ზვავსაშიშროების გამო საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა. დაბალი ტემპერატურის გამო, კოლხეთის დაბლობზე შესაძლებელია დაზიანდეს ციტრუსოვანი კულტურები, განსაკუთრებით ლიმონი. (საფრთხის დონე საშუალო)“, - ვკითხულობ  გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები