ზვავსაშიშროება და მომატებული თოვლი - სინოპტიკოსები მოსახლეობას აფრთხილებენ

21-02-2025
გიორგი ზ.
Aa

თბილისში დღესაც თოვლია მოსალოდნელი.

ამინდის განახლებულ პროგნოზზე გარემოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამმართველოს უფროსი სვეტლანა ნიორაძე საუბრობს.

"20-21 თებერვლიდან, მთელი ქვეყნის მასშტაბით ველოდებით ტემპერატურის კლებას, მოსალოდნელია ნალექი თოვლის სახით, როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში. ზოგან მოსალოდნელია თოვლ-ჭყაპის სახით. საღამოს, უმეტეს ნაწილში იქნება თოვლი, ზოგან ძლიერი.  დღის საათებში ტემპერატურა +1 +6 გრადუსი დაფიქსირდება.

მთაში და მაღალმთაში მოსალოდნელია, ნისლი და ზვავსაშიშროება. საავტომობილო გზებზე ლიპყინული და ცალკეულ მონაკვეთებზე შეიზღუდება ტრანსპორტის მოძრაობა.

22-23 თებერვალს დასავლეთ საქართველოში, შედარებით გამოიდარებს, ნალექის ინტენსივობა შემცირდება, მაგრამ თოვლიანი ამინდი 24 თებერვლამდე შენარჩუნდება“, - თქვა სვეტლანა ნიორაძემ.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები