"ემიგრანტის შვილი დაიღუპა... 7 წელი არ ჰყავდა ნანახი..." - უმძიმესი ტრაგედია კასპში

22-06-2023
ლექსო ნოზაძე
Aa

კასპში დიდი ტრაგედია მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას შოთო სიხარულიძე ავრცელებს.

"გლოვობს ჩემი კასპი. გაზით გაიგუდა ემიგრანტის 26 წლის შვილი 

რამაზ ნიპარიშვილი  დღეს დილით  თბილისში.  დედას 7 წელი არ ყავდა ნანახი და რამდენიმე წუთის წინ გაიგო და მოფრინავს სამშობლოში. შოთო სიხარულიძემ იცოდა ეს ამბავი და საგულდაგულოდ მალავდა იქამდე ვიდრე ემიგრანტმა დედამ არ გაიგო...

მიცვალებულს გადაასვენებენ ქალაქ კასპში. ვაი შენს უბედურ ემიგრანტ დედას როგორ ენატრებოდი და ახლა რანაირ გაყინულს ჩაიგიხუტებს გულში.

მონატრებული შვილი...    მოულოდნელად შეწყვიტა ძგერა შენმა ერთგულმა გულმა ჩვენო უკეთილშობილესო გლოვა ჩამოსახლდა ჩვენს გულებში .უსასრულო მოლოდინს, გაუსაძლის მონატრებას და ტკივილს, შენი სახელი ჰქვია!

ჩვენს გულში დიდ და მწარე ტკივილად დარჩი, დედის იმედო... ძალიან მწარეა რეალობა, იმდენად მოულოდნელად მოხდა ყველაფერი, თავი სიზმარში მგონია.შეწყდა შენი ცხოვრება ამ ქვეყანაში...

წარმოუდგენელი უბედურებით გამწარებულია შენი დედა. სახლში შენს სურათებს, შენს დაცარიელებულ საწოლს უნდა ეალერსოს

რამდენი აუხდენელი ოცნება დაგრჩა! ამ უბედურებამ პასუხგაუცემელი კითხვა დამიტოვა ემიგრანტ დედას რატომ მოხდა ასე? რატომ არ უნდა მყოლოდი, ჩემო სიცოცხლევ?

რა ძნელია ჩემთვის შენზე წარსულში ლაპარაკი.

მეხის გავარდნას გავდა ამბავი შენი გარდაცვალებისა, დაუჯერებელია,  მოულოდნელი .

გულს გვიკლავს ემიგრანტი დედების დაუსრულებელი მოთქმა-გოდება, ნუგეშის თქმაც რომ შეუძლებელია მათთვის.

როცა ჩამოვლენ ცდილობენ გაგილამაზონ სამუდამო სასუფეველი.

შენი არყოფნით გამოწვეულ სევდას, სიცარიელეს, აუწერელ ტკივილსა და მონატრებას დრო ვერ გაანელებს. 

ნანა მხოლოდ რკინად და ლოდად უნდა იქცე ამ ტკივილს რომ გაუძლო.

ახლა საერთოდ ყველა გავიყინეთ ეს ის შემთხვევააა ვერაფრით გიშველით ნანიკო…" - წერს შოთო სიხარულიძე.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები