მარნეულში 7 წლის ბავშვს ავტომობილი დაეჯახა - როგორია ბავშვის მდგომარეობა

20-02-2025
გიორგი ზ.
Aa

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ აზიზქენდში, 7 წლის ბიჭს ავტომობილი დაეჯახა.

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული ბავშვი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ექიმების შეფასებით, მისი მდგომარეობა მძიმეა.

როგორც საინფორმაციო "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის, უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები