მეცნიერებმა გამოთვალეს სავარაუდო თარიღი, როცა გიგანტური ასტეროიდი შესაძლოა, დედამიწას შეეჯახოს - "მას შეუძლია პატარა ქალაქი რუკიდან წაშალოს"

18-02-2025
გიორგი ამილახვარი
Aa

მეც­ნი­ე­რე­ბის თქმით, დე­და­მი­წას უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში შე­საძ­ლოა, ას­ტე­რო­ი­დი სა­ხე­ლად 2024 YR4 და­ე­ჯა­ხოს. ამ­ჟა­მინ­დე­ლი პროგ­ნო­ზით, ას­ტე­რო­ი­დი დე­და­მი­წის­კენ სვლას 2028 წლის ბო­ლოს და­ი­წყებს. მეც­ნი­ე­რებ­მა მისი ორ­ბი­ტის გა­მოთ­ვლა და შე­საძ­ლო ტრა­ექ­ტო­რი­ის პროგ­ნო­ზი­რე­ბა შეძ­ლეს.

მკვლევ­რე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ დე­და­მი­წას­თან შე­ჯა­ხე­ბის სა­ვა­რა­უ­დო თა­რი­ღი 2032 წლის 22 დე­კემ­ბე­რია.

ას­ტრო­ნო­მე­ბი თვლი­ან, რომ ას­ტე­რო­ი­დი და­ახ­ლო­ე­ბით 40-დან 100 მეტ­რის სი­გა­ნი­საა. კოს­მო­სის მკვლე­ვა­რი ბილ ჰარ­ვუ­დი ამ­ბობს, რომ თუკი ის დე­და­მი­წის მჭიდ­როდ და­სახ­ლე­ბულ ად­გი­ლას და­ე­ცე­მა, ეს ნამ­დვი­ლი კა­ტას­ტრო­ფა იქ­ნე­ბა.

აფეთ­ქე­ბი­სას ის 8-დან 15 მეგა ტო­ნამ­დე ტრო­ტილს გა­მო­ი­მუ­შა­ვებს, რაც 500-ჯერ აღე­მა­ტე­ბა ჰი­რო­სი­მა­ში ჩა­მოგ­დე­ბულ ატო­მურ ბომბს, რო­მელ­საც და­ახ­ლო­ე­ბით 140 000 ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე ემსხვერ­პლა. მეც­ნი­ერ­თა ვა­რა­უ­დით, დარ­ტყმა შე­საძ­ლოა ტუნ­გუს­კას ას­ტე­რო­ი­დის მსგავ­სი იყოს, რო­მე­ლიც 1908 წელს ციმ­ბი­რის ტყე­ში ჩა­მო­ვარ­და - ტალ­ღამ 2000 ჰექ­ტა­რი ტყის მა­სი­ვი გა­ა­ნად­გუ­რა.

2024 YR4-ის ზუს­ტი ზომა უც­ნო­ბი რჩე­ბა. მისი სი­კაშ­კა­შის სა­ფუძ­ველ­ზე, წი­ნას­წა­რი მო­ნა­ცე­მე­ბით, ამ ას­ტე­რო­ი­დის დი­ა­მეტ­რი 40-დან 100 მეტ­რამ­დეა.

"თე­ო­რი­უ­ლად, სიჩ­ქა­რით მოძ­რა­ვი ამ ზო­მის ობი­ექ­ტის დარ­ტყმამ შე­იძ­ლე­ბა გა­ა­ნად­გუ­როს დარ­ტყმის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რია რამ­დე­ნი­მე ათე­ულ კი­ლო­მეტ­რამ­დე." - ამ­ბობს ედ­ვარდ ბლუ­მე­რი, გრინ­ვი­ჩის სა­მე­ფო ობ­სერ­ვა­ტო­რი­ის უფ­რო­სი ას­ტრო­ნო­მი.

2024 YR4-ს აქვს პო­ტენ­ცი­ა­ლი, რომ პა­ტა­რა ქა­ლა­ქი წა­შა­ლოს რუ­კი­დან. მჭიდ­როდ და­სახ­ლე­ბულ ქა­ლა­ქებ­ში კი დიდ მსხვერ­პლს გა­მო­იწ­ვევს. მა­გა­ლი­თად: ნიუ-იორ­კი ამე­რი­კის ყვე­ლა­ზე მჭიდ­როდ და­სახ­ლე­ბუ­ლი ქა­ლა­ქია, თუ 2024 YR4 ქა­ლა­ქის ცენ­ტრს მოხ­ვდე­ბა, თით­ქმის ყვე­ლა შე­ნო­ბა გა­ნად­გურ­დე­ბა.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები