"მადლობა ვთქვათ, რომ მაკაროვის იარაღის ნაცვლად ხელში კვერცხები უჭირავთ", - დათო გორგილაძე
დღეს გამთენიისას, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მიუნხენიდან დაბრუნებულ საქართველოს მე-5 პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს კვერცხები ესროლეს.
მწერალი დათო გორგილაძე სოციალურ ქსელში ამ შემთხვევას ეხმაურება.
"დიქტატორებს სიმბოლიზმი იტაცებთ. მათი სისუსტეა. იცით, როდის მოკლეს ანნა პოლიტკოვსკაია? ჰო, კი, პუტინის დაბადების დღეზე. ასე მიულოცეს პატრონს 54 წლის იუბილე. ასეა, ზოგის საამებლად ტყვიებს ესვრიან მოწინააღმდეგეებს, ზოგის გასახარებლად კი - კვერცხებს.
არჩევანი, მგონი, ისევ ჩვენზეა: მადლობა ვთქვათ, რომ მაკაროვის იარაღის ნაცვლად ხელში კვერცხები უჭირავთ, თუ ღირსეული ქვეყანა გვქონდეს, სადაც ადამიანებს სხვანაირი საჩუქრები ახარებთ."
FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები