დღევანდელი ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს 12 ნიშნისთვის
ვინ უნდა შეიკავოს თავი ახალი საქმის დაწყებისგან და ზოდიაქოს რომელ ნიშანს მოუტანს წარმატებას დღევანდელი დღის მმართველი პლანეტა მარსი? - აღნიშნულ თემაზე გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ასტროლოგმა ნინა სუსლოვამ ისაუბრა:
ვერძი
გინდათ, რომ ყველაფერი ერთდროულად გააკეთოთ. შეეცადეთ გამოყოთ რა არის თქვენთვის რეალურად პრიორიტეტული. დაფიქრდით და შემდგომ იმოქმედეთ.
კურო
გაათავისუფლეთ ადგილი ახალი შესაძლებლობებისთვის. ემოციური ტვირთი და პრობლემები სტაბილურობაში ხელს გიშლით. დატოვეთ ყველაფერი, რაც ხელს გიშლით მიზნების განხორციელებაში, რადგან ამის გარეშე ვერაფერს მიაღწევთ.
ტყუპები
შეეცადეთ დღეს ნაკლები ისაუბროთ და იმოქმედოთ. ბევრი აზრი გიტრიალებთ თავში, რომელსაც სჭირდება იმპულსი, რომ გადავიდეს ქმედებაში. ეს დღე აუცილებლად მოგცემთ შესაძლებლობას სურვილები რეალობად აქციოთ.
კირჩხიბი
მნიშვნელოვანი დღეა. გაძლიერებული გაქვთ ინტუიცია, რომელსაც რასაკვირველია აუცილებლად უნდა ენდოთ. გაითვალისწინეთ რომ ხშირ შემთხვევაში თქვენი ინტუიცია სწორ მიმართულებებს გაძლევთ, თუმცა ზოგჯერ ეს ყველაფერი ილუზიაა. მხოლოდ ინტუიციაზე დამოკიდებული ნუ იქნებით.
ლომი
ზედმეტ პასუხისმგებლობას იღებთ საკუთარ თავზე და აკეთებთ ისეთ საქმეებს, რომლებიც დიდად არ მოგწონთ. თუ ხვდებით რომ ეს თქვენთვის სასიამოვნო სფერო არ არის, დროა შეცვალოთ და ახალი ნაბიჯები გადადგათ.
ქალწული
ყოველთვის გიყვართ წესრიგი, მაგრამ რაღაც მომენტში ქაოსიც აუცილებელია. შეეცადეთ დღევანდელი დღე განსხვავებულად წარმართოთ, იმისთვის, რომ მერე თვიდან დაალაგოთ ყველაფერი.
სასწორი
საკმაოდ კარგი დღე გაქვთ. თქვენი სურვილები შესაძლოა ეწინააღმდეგებოდეს საზოგადოების აზრს. თქვენ გჭირდებათ და გინდათ. დაუთმეთ დრო საკუთარ თავს და სურვილებს.
მორიელი
შესაძლოა ბევრი ახალი ინფორმაცია გაიგოთ და ბევრ საიდუმლოს აეხადოს ფარდა. შეეცადეთ იყოთ მაქსიმალურად დაკვირვებულები. საინტერესო დღე გელოდებათ ინფორმაციული კუთხით და ერთმა დეტალმა შესაძლოა თქვენი ცხოვრება შეცვალოს.
მშვილდოსანი
ზედმეტად ჩქარობთ და არ უკვირდებით გარემოებებს, რომლებიც თქვენს ირგვლივ წარმოიქმნება ხოლმე. დღეს შეეცადეთ გამოიჩინოთ მეტი ყურადღება და დაფიქრდეთ, შემდგომ კი იმოქმედეთ. არ არის სასურველი დღის პირველ ნახევარში გარისკოთ რაღაცები.
თხის რქა
კარგი იქნება თუ კონკრეტულ ქმედებებს შეცვლით და ახლებურად დაიწყებთ მოქმედებას. შესაძლოა ძველმა ტაქტიკამ ხელი შეგიშალოთ მიზნის მიღწევაში. გჭირდებათ სიახლის შემოტანა.
მერწყული
დადებითი და პოზიტიური დღეა თქვენთვის. შესაძლოა მიიღოთ ის სასურველი შედეგი,.რასაც დიდი ხანია ელით. ასევე დიდი ალბათობაა დასაჩუქრდეთ და დაფასდეს თქვენი შრომა.
თევზები
მოქმედება უნდა დაიწყოთ, თქვენი ფიქრები ყოველთვის გასაოცარია. დღევანდელი დღე მოგცემთ იმას, რაც მიზნის მისაღწევად გჭიდებათ. აუცილებლად უნდა გამოხვიდეთ კომფორტის ზონიდან.