ზოდიაქოს TOP 5 გამორჩეული წყვილი

18-07-2024
სახელი არ არის მითითებული
Aa

ვერძი და მერწყული

ვერძსა და მერწყულს შორის თითქმის  არასოდეს დგება მოწყენილობა, რაც მათ ურთიერთობას უკიდურესად ემოციურს ხდის. ორივე ნიშანი  თავგადასავლების მოყვარულია, ამიტომ ისინი  მზად არიან ყველაფრისთვის - საძინებელშიც და მის გარეთ. მოსწონთ გუნდურად მუშაობა, რაც მათ ერთად მეტ ძალას ანიჭებს.

კურო და კირჩხიბი

კურო და კირჩხიბი, როგორც ფიზიკურად, ასევე ემოციურად, მჭიდროდ არიან გადაჯაჭვულნი. ისინი განსაკუთრებულად აფასებენ ერთმანეთის ინდივიდუალიზმს და მხარს უჭერენ პარტნიორს. მათ იციან როგორ შეავსონ ერთმანეთი, რაც ხელს უწყობს წყვილის ურთიერთობის გახანგრძლივებას.

ტყუპები და მერწყული

ტყუპებსა და მერწყულებს წარმოუდგენლად  გიჟური გონებრივი და ემოციური კავშირი აქვთ. ისინი ერთმანეთს ისე სრულყოფილად ეწყობიან, თითქოს საუკუნეების კავშირი აკავშირებდეთ ერთმანეთთან. ორივე ნიშანი გამორჩეულად კრეატიული და ნიჭიერია, რაც ხშირად ერთმანეთთან შეჯიბრის მხიარულ პროცესადაც გადაექცევათ ხოლმე. ორივეს ესმის მარტოობის  მნიშვნელობა, ამიტომ დროებით განმარტოებას და ფიქრს არ ერიდებიან.

თევზები და კირჩხიბი

თევზები და კირჩხიბი ორივე წყლის ნიშანია და ინსტინქტურად აქვთ მასიური კოსმოსური კავშირი. ისინი პატივს სცემენ ერთმანეთს, რადგან თითოეულმა იცის ვინ არის მეორე და ამაყობენ ამით. ამ ნიშნებს ასევე აქვთ საკუთარი თავის ძალიან ძლიერი აღქმა.

მშვილდოსანი და ლომი

ლომს და მშვილდოსანს შორის დიდი ვნებაა, რადგან ორივე ნიშანს უყვარს ცხოვრებით ტკბობა. მათ საუკეთესოდ შეუძლიათ დაეხმარონ სხვას მიზნის მიღწევაში. ორივე ცეცხლის ნიშანია და ღრმად ესმით ერთმანეთის - უკიდურესად ღრმა ნაწილისაც კი, რაც ურთიერთობაში იშვიათია.

Primetime.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები