„თქვენში მატულობს აზარტი", - მიხეილ ცაგარელი ზოდიაქოს ნიშნებს აფრთხილებს

17-07-2024
სახელი არ არის მითითებული
Aa

მიხეილ ცაგარელი ზოდიაქოს ნიშნებს აფრთხილებს.

ვერძი

17 რიცხვიდან უკვე იგრძნობთ ენერგიის მატებას, ბევრი რამ გამოგდით. ეცადეთ საზოგადოებაში ხშირად გამოხვიდეთ სიტყვით, ეს გაზრდის თქვენ რეიტინგს და თქვენ დაინტერესებას გამოიწვევს. თუმცა 17 რიცხვამდე იყავით ყურადღებით კონფლიქტი არ შეიქმნას პირად ურთიერთობებში.

კურო

პერიოდი მთლიანობაში კარგია, თუმცა დღეს და ხვალ იყავით ყურადღებით და ეცადეთ არ იყოთ ჯიუტი და უხეში. 17 რიცხვიდან კი გაქვთ შანსი გაიუმჯობესოთ ფინანსური მდგომარეობა, ჩამოყალიბდეს ახალი პარტნიორული ურთიერთობები.

ტყუპები

გამოიჩინეთ მაქსიმალური სიფრთხილე, თქვენში მატულობს სულსწრაფობა და შეიძლება აღმოჩნდეთ გარკვეული გაუგებრობების წინაშე, თქვენი ზედაპირულობა გააღიზიანებს ხელმძღვანელ პირებს. 17 რიცხვიდან კი იგრძნობთ, რომ ენერგოტონუსი მატულობს და გაქვთ პრემიების, ბონუსების მიღების შანსი.

კირჩხიბი

იყავით ყურადღებით. ფარული მტრები თქვენ წინააღმდეგ მოქმედებენ. მოერიდეთ ზედმეტ ფინანსურ ხარჯებს. 17 რიცხვიდან კი ყველაფერში იქნებით მაღალ დონეზე, მთავარია არ იზარმაცოთ და იაქტიუროთ.

ლომი

დღეს და ხვალ ყურადღება გმართებთ, ზედმეტი ამბიციისგან, ეგოიზმისგან და სხვისი მართვის სურვილისგან. 17 რიცხვიდან კი თქვენ იგრძნობთ, რომ განწყობა და ენერგოტონუსი მატულობს, თუმცა გახსოვდეთ, რომ მიმდინარე კვირაში ფარულ მტრებს თქვენ წინააღმდეგ არ სძინავთ. დაიცავით თქვენი საიდუმლოები და არ ილაპარაკოთ ბევრი.

ქალწული

დღეს ხვალ იყავით ყურადღებით, რადგან შეიძლება აღმოაჩინოთ, რომ ადამიანები ვისი ნდობაც გქონდათ თქვენი შეშურდათ, ეს დაძაბავს ურთიერთობებს, მაგრამ ჩემი თხოვნაა დღეს და ხვალ არ გაარჩიოთ საქმე. 17 რიცხვიდან გაქვთ შესანიშნავი პერიოდი, ენერგოტონუსი მაღალია და 17 რიცხვიდან ინტერნეტიდან მიიღებთ საჭირო ინფორმაციას და გაიცნობთ საინტერესო ადამიანებს.

სასწორი

დღეს და ხვალ კრიტიკა თქვენს მიმართ იმატებს, ამიტომ ამას უნდა გაუძლოთ მშვიდად, არ გჭირდებათ ზედმეტი ემოცია და საქმის გარჩვა, თავისით დალაგდება ყველაფერი.

მორიელი

დღეს და ხვალ განსაკუთრებული სიფრთხილე პარტნიორის მიმართ, რადგან თქვენში მატულობს ეჭვიანობა, ამას შეიძლება მოჰყვეს არაადეკვატური ემოცია, რამაც შესაძლოა დაძაბოს ურთიერთობები. 17 რიცხვიდან კი ენერგოტონუსი მაღალია, წარმატების შანსებიც გაქვთ მაღალი. პერიოდი კარგია მგზავრობა მოგზაურობისთვის და უცხოელებთან კონტაქტისთვის.

მშვილდოსანი

იყავით ყურადღებით თქვენი სიტყვების მიმართ, რადგან ხართ სარკასტულები. 17 რიცხვიდან ხდებით ოპტიმისტები, კეთილშობილები. პერიოდი კარგია ახალი საქმისთვის და ურთიერთობებისთვის. ეცადეთ საიდუმლო არ გათქვათ, თუ რამე პროექტი და საქმეა ჩანიშნული არ თქვათ ყველასთან, თორემ უკუღმა წავა.

თხის რქა

ენერგოტონუსი მაღალია, გაქვთ საშუალება მატერიალური მდგომარეობაც გაიუმჯობესოთ. მაგრამ დღეს და ხვალ ზედმეტად ხისტი, პირდაპირი ხართ და გაქვთ სხვისი მართვის სურვილი, რამაც შესაძლოა დაძაბოს ურთიერთობა და ამიტომ იყავით ყურადღებით.

მერწყული

შესაძლოა გაიხსნას საიდუმლო საქმეები, რაც გახდება პარტნიორებთან კონფლიქტის საბაბი. ასევე ამ პერიოდში ჩნდებიან თქვენს ირგვლივ ახალი ნაცნობები და ეცადეთ არ მიენდოთ მათ, რადგან შესაძლოა თქვენი ფინანსები გამოიყენონ მათივე საქმეში. თქვენში მატულობს აზარტი, ამიტომ შორს იყავით კაზინოებისგან. 17 რიცხვიდან გემატებათ ენერგოტონუსი და თავს იგრძნობთ გაცილებით უკეთ.

თევზები

დღეს და ხვალ ილუზიების ალბათობა არის მაღალი, ამიტომ დაეყრდენით რეალურ ფაქტებს. 17 რიცხვიდან კი გადასარევი პერიოდია. მატულობს თქვენი შარი, საუკეთესო პერიოდია ქორწინებისთვის და სასიყვარულო პერიოდისთვის. როგორც ლიდერი და ხელმძღვანელი იქნებით წარმოსადეგი. კონკურსებში, ლატარიებში მონაწილეობა იქნება წარმატებული, თქვენ გაქვთ ერთ-ერთი წარმატებული პერიოდი, თუმცა გახსოვდეთ ეს ყველაფერი კარგია 17 რიცხვიდან.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები