"ყვე­ლა­ფერს თა­ვი­სი ად­გი­ლი აქვს, იმ გლო­ვა­საც და ხალ­ხის ხა­სი­ათ­ზე მოყ­ვა­ნასაც", - ხვიჩა მაღლაკელიძე მიმართავს ხალხს, ვინც "იუმორინა 2025" გააპროტესტა

18-02-2025
გიორგი ზ.
Aa

"ბა­ტო­ნო კარ­გია, ხომ შვი­ლი რომ კარ­გად გყავთ", "გუ­შინ ბა­თუმ­ში ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ ორი ბავ­შვი მოკ­ლა, რა გამ­ღე­რებთ, რა გა­ცეკ­ვებთ, რა დროს იუ­მო­რი­ნაა“, „რო­გორ შე­იძ­ლე­ბა ხალხნო ემ­პა­თია არ გქონ­დეთ, 4 და 6 წლის ბავ­შვე­ბი ჯართს ეძებ­დნენ" - ამ შე­ძა­ხი­ლე­ბით დახ­ვდნენ გუ­შინ ფი­ლარ­მო­ნი­ი­დან გა­მო­სულ მა­ყუ­რე­ბელს აქ­ტი­ვის­ტე­ბი. ადა­მი­ა­ნე­ბის ნა­წი­ლი, რომ­ლე­ბიც "იუ­მო­რი­ნას" კონ­ცერტს ტო­ვებ­დნენ, აქ­ტი­ვის­ტებს შუა თითს უჩ­ვე­ნებ­დნენ.

"იუ­მო­რი­ნა 2025" სა­ი­უ­ბი­ლეო კონ­ცერ­ტი ერთხელ უკვე გა­და­ი­დო. მა­შინ ოფი­ცი­ა­ლურ გვერ­დზე გა­მოქ­ვეყ­ნდა ინ­ფორ­მა­ცია: "ძვირ­ფა­სო მე­გობ­რე­ბო, გაც­ნო­ბებთ, რომ ქვე­ყა­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, "იუ­მო­რი­ნა 2025"-ის 14 და 15 დე­კემ­ბერს და­გეგ­მი­ლი კონ­ცერ­ტე­ბი გა­და­ტა­ნი­ლია 15 და 16 თე­ბერ­ვალს".

ხვი­ჩა მაღ­ლა­კე­ლი­ძე "იუ­მო­რი­ნას" ერთ-ერთი ვე­ტე­რა­ნი წევ­რია. Ambebi.ge-სთან საუბრისას ის ამ­ბობს, რომ გლო­ვა­საც თა­ვი­სი ად­გი­ლი აქვს და ხალ­ხის ხა­სი­ათ­ზე მოყ­ვა­ნა­საც.

"რა გე­კონ­ცერ­ტე­ბა­თო? არ შე­იძ­ლე­ბა ერ­თის მე­ო­რეს­თან და­კავ­ში­რე­ბა. რო­დე­საც მამა გარ­და­მეც­ვა­ლა, და­საფ­ლა­ვე­ბი­დან მე­სა­მე დღეს სცე­ნა­ზე ვი­დე­ქი. იმი­ტომ რომ ხე­ლო­ვა­ნი კაცი ვარ და სცე­ნა ჩემი ყვე­ლა­ფე­რია. მა­ყუ­რე­ბელს ერთი წა­მით არ უგ­რძნია, რომ მე ჩემი გლო­ვა მქონ­და. ამა­ზე დიდი გლო­ვა არ შე­იძ­ლე­ბა ადა­მი­ანს ჰქონ­დეს, რო­დე­საც მშო­ბელს კარ­გავ.

არ ვიცი რა გი­თხრათ, ცუ­დია რომ მო­ვიდ­ნენ, ისიც ძა­ლი­ან ცუ­დია, რომ ესე­ნიც აქე­დან შუა თითს უჩ­ვე­ნებ­დნენ. სა­ზი­ზღრო­ბაა, ისე­თი, რომ მეტი არ შე­იძ­ლე­ბა. ამ სამ მი­ლი­ო­ნი­ან ქვე­ყა­ნა­ში, რომ ერთი მე­ო­რეს რა­ღა­ცას უპ­რო­ტეს­ტებს, დე­დას აგი­ნებს და ის მერე შუა თითს უჩ­ვე­ნებს, ეს არის სა­ზი­ზღრო­ბა.

თქვენ რომ ჟურ­ნა­ლის­ტი ხართ, დი­ლას დაღ­ვრე­მი­ლი იღ­ვი­ძებთ, აი, რა ხდე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში, ალ­ბათ ჩა­ი­საც არ სვამთ. ეს არის ყვე­ლა­ფე­რი გა­მო­გო­ნი­ლი რე­აქ­ცი­ე­ბი და ემო­ცი­ე­ბი. ყვე­ლა­ფერს თა­ვი­სი ად­გი­ლი აქვს, იმ გლო­ვა­საც და წუ­ხილ­საც და ხალ­ხის ხა­სი­ათ­ზე მოყ­ვა­ნას. მე ასე ვი­ცხოვ­რე 48 წელი და აწი, თუ გა­და­მა­კე­თებთ არ ვიცი."


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები