„დამაცილეს ყველაფერს… ბავშვები 7 წელი არ მინახავს… ხანგრძლივი პაემნის ფარგლებში მინდოდა ნახვა, მაგრამ მითხრეს, სამივეს ვერ ნახავ, 2 უნდა ნახოო და აღარ მინახავს არც ერთი…“ – რას ჰყვება დეკანოზი გიორგი მამალაძე პატიმრობის პერიოდზე

16-02-2025
სახელი არ არის მითითებული
Aa

ე.წ-ლი „ციანიდის საქმეზე” მსჯავრდებულმა დეკანოზმა, გიორგი მამალაძემ გათავისუფლებიდან ერთი წლის შემდეგ „მთავარ არხთან“ ისაუბრა.

ემოციურ ინტერვიუში გადაცემა „პოსტ ფაქტუმთან“ გიორგი მამალაძემ პატიმრობის პერიოდზე გაამახვილა ყურადღება და თქვა, რომ შვილები 7 წელი არ ჰყავდა ნანახი:

„პირველ რიგში დავკარგე ის რაც ყველა მშობლისთვის მნიშვნელოვანია, დავტოვე პატარები და დამხვდნენ დიდები…

გაუცხოება ჰქონდათ ბავშვებს, პატარას საერთოდ არ ვახსოვდი ფიზიკურად, მხოლოდ ფოტოებით… ჩემი ოჯახის წევრები არაფერს არ აკლებდნენ, მაგრამ ერთია ეს და მეორეა მამა – ბიჭებისთვის განსაკუთრებით

დამაცილეს ყველაფერს… ბავშვები 7 წელი არ მინახავს… ხანგრძლივი პაემნის ფარგლებში [მინდოდა ნახვა], მაგრამ მითხრეს, სამივეს ვერ ნახავ, 2 უნდა ნახო


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები