"აქამდეც უნდა მეთქვა, მაგრამ მეშინოდა... იწყება გულის, თავის ტკივილი, ტაქიკარდია…“ - ეს ინფორმაცია ყველამ უნდა ნახოს
სოციალური ქსელის მომხმარებელი, ლიზა მესე სტატუსს აქვეყნებს, სადაც იმ უარყოფით შედეგებზე საუბრობს, რომელიც ცხვირის წვეთების ხშირ მოხმარებას იწვევს.
"ეს არის ის, რაზედაც აქამდეც უნდა მესაუბრა, მაგრამ, მეშინოდა, გავურბოდი და თვალს არ ვუსწორებდი.
ისეთ მნიშვნელოვან საკითხზე მაქვს საუბარი, როგორიც არის პრიმიტიული და ინსტიქტური, მოთხოვნა ადამიანის, რის გარეშეც ვერ იფუნქციონირებს - სუნთქვა. მე ზუსტად ვიცი რომ, ჩემნაირი პრობლემა ბევრს გაქვთ.
ნივთიერება, რომელიც, იწვევს სერიოზულ დამოკიდებულებას და მის გარეშე ვეღარ ვფუნქციონირებთ, სხვა ქვეყნებში არის - არალეგალური, ჩვენთან კი ეს ჩვეულებრივად, 9 ლარად იყიდება აფთიაქებში.
ნებისმიერი ცხვირის წვეთი - სნუპი, რინო მარისი და ა.შ - შეიცავს ქსილომეტაზოლინს, ზუსტად ეს ნივთიერება იწვევს სერიოზულ დამოკიდებულებას. ვიცი ბევრი ამბობს რომ სადაცაა უნდა “გადააგდოს” და ცოტა ხანს აგდებს და მერე ისევ უბრუნდება.
„პრეპარატის ხანგრძლივი დროის განმავლობაში მიღებისას ვითარდება მეორადი რინიტი, რომელიც მკურნალობის მიმართ მდგრადია (Rhinitis medicamentosa). პრეპარატის მოქმედება იწყება მისი მიღებიდან 5-10 წუთის შემდეგ და გრძელდება 5-6 საათის განმავლობაში, რის შედეგადაც სისხლძარღვების სპაზმი გრძელდება 8-12 საათის განმავლობაში. პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენება (2 კვირაზე მეტ ხანს) იწვევს სისხლძარღვების მეორად გაფართოებას და იატროგენული რინიტის (Rhinitis medicamentosa)”
უნდა დავძინო, რომ მე 10-11 წლის მანძილზე ვისხამდი, ყ ო ვ ე ლ დ ღ ე, რამდენჯერმე დღეში. წლებთან ერთად, შესხმის დოზამ იმატა. როდესაც პარიზში ვცხოვრობდი, მიმქონდა 20 ცალი სნუპი ხოლმე, ზამთარ-ზაფხულ, გასაკვირია, რომ კონტრაბანდაზე არ დამიჭირეს 5 წლის მანძილზე.
მე ვიცოდი რომ ეს პრობლემა მქონდა. ეს პრობლემა უფრო რთულდება ასაკის მატებასთან ერთად.
იწყება გულის, სისხლძარღვების, წნევის პრობლემები, თავის ტკივილი, ძილიანობა, სისუსტე, ტაქიკარდია… (ადრენალინს შეიცავს ცხვირის წვეთი). ყოველ დღე რაღაც ასეთი ძლიერი ნივთიერების შესხმას - გვერდითი მოვლენები აუცილებლად ახლავს, თუმცა დროთა განმავლობაში იჩენს თავს და ზუუსტად ეს არის საშიში.
25 წლის ასაკში ძალიან შემაწუხა არარეგულარულმა წნევებმა, გულის ფრიალმა ( რასაც რა თქმა
უნდა ხანდახან სხვა გამომწვევი მიზეზები აქვს ) თუმცა, ეს იყო ჩემს შემთხვევაში გაასმაგებული ცხვირის წვეთის გამო.
მე დამიდგინდა ნიჟარების ჰიპერტროფია - რაც ყველას დაუდგინდება ვინც ისხამს, თუმცა ამ დიაგნოზით, ოპერაციის გარეშე, ნივთიერების “გადაგდების” შანსები არსებობს! თუმცა მე ასევე აღმომაჩნდა გაღუნული ძგიდე.
ეს კი ნამდვილად საოპერაციოა, რადგან ადამიანის ტვინს და ყველა ორგანოს, ნორმალურად ძილს, ენერგიის ქონას, მოწესრიგებულ ნერვულ სისტემას - სჭირდება ნორმალური დოზით ჰაერი მიეწოდებოდეს - ეს საოცრად სუფთა ჰაერი, რომელიც გვაქვს ქალაქში.
5 დღის წინ გავიკეთე ოპერაცია. საკმაოდ მეშინოდა. მეშინოდა რომ მომიწევდა ცოტა ხნით პირით სუნთქვა! ეს უდრიდა პარანოიას ჩემთვის!
კარგად მიმდინარეობს ჩემი ცხვირის რეაბილიტაცია, რა თქმა უნდა ეს 5 დღე რთული იყო და კიდევ იქნება ცოტა ხანს, თუმცა საკუთარ თავს ვაჩუქე სამომავლოდ გარანტირებული სუნთქვა.
მოკლედ, კიდევ უსასრულოდ შემიძლია ამ საკითხზე საუბარი და რომ აღარ გავაგრძელო, წადით ! თუ კი 10% ით მაინც გიჭირთ სუნთქვა, თუ კი ხმარობთ ცხვირის წვეთს და თუ კი ძგიდის პრობლემა გაქვთ, დაუყოვნებლივ შეამოწმეთ!!! შემიძლია დაგაკვალიანოთ ამ საკითხზე, შემეხმიანეთ. შევმატოთ ცნობიერება ამ საკითხს ერთად, გთხოვთ გააზიაროთ.
პ.ს მე საერთოდ არ მეტყობოდა ვიზუალურად, გაღუნული ძგიდე. გმადლობთ,",- წერს ლიზა სოციალურ ქსელში.