„უმძიმესი ღამეა, სიტყვებით რთულია გადმოსცე ის ტრაგედია, რომელიც “ოცნების ქალაქში” დატრიალდა...“ - თორნიკე რიჟვაძე

16-02-2025
სახელი არ არის მითითებული
Aa

ბათუმში, მომხდარ უბედურ შემთხვევას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ეხმიანება. 

„უმძიმესი ღამეა. სიტყვებით რთულია გადმოსცე ის ტრაგედია, რომელიც “ოცნების ქალაქში” დატრიალდა. დაიღუპა ორი არასრულწლოვანი. უბედური შემთხვევის დეტალებს გამოძიება სწავლობს. 

ვუსამძიმრებ ოჯახებს, შეუძლებელია სანუგეშო სიტყვების პოვნა ასეთ დროს. ჩვენ მათ გვერდით ვართ“, - წერს თორნიკე რიჟვაძე.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები