"ბავშვები წყლით სავსე თხრილში ჩავარდნენ" - რა ხდება ტრაგედიის ადგილზე: ფოტოები ე.წ. ოცნების ქალაქიდან, სადაც უბედურ შემთხვევას 2 არასრულწლოვანი ემსხვერპლა

16-02-2025
სახელი არ არის მითითებული
Aa

ე.წ. ოც­ნე­ბის ქა­ლაქ­ში, სა­დაც უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვის შე­დე­გად ორი მო­ზარ­დი და­ი­ღუ­პა, ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი არი­ან შეკ­რე­ბი­ლე­ბი. მათი თქმით, მომ­ხდა­რის დროს შე­სა­ბა­მის უწყე­ბებს და­უ­რე­კეს, თუმ­ცა ბავ­შვე­ბის გა­დარ­ჩე­ნა ვერ შეძ­ლეს.

მო­სახ­ლე­ო­ბის თქმით, აღ­ნიშ­ნუ­ლი სამ­შე­ნებ­ლო ტე­რი­ტო­რი­აა და შე­მო­სა­ზღვრუ­ლი უნდა ყო­ფი­ლი­ყო, თუმ­ცა უსაფრ­თხო­ე­ბა და­ცუ­ლი არ არის.

"რო­დე­საც კაფ­სუ­ლის ჩა­დე­ბა იგეგ­მე­ბო­და, თქვეს რომ სამ­შე­ნებ­ლო ტე­რი­ტო­რია შე­მო­ღო­ბი­ლი იქ­ნე­ბო­და, მაგ­რამ ხე­დავთ ფაქტს. აქ ძვე­ლი სახ­ლე­ბი იყო და­ან­გრი­ეს, რათა ახა­ლი კორ­პუ­სე­ბი აშე­ნე­ბუ­ლი­ყო. ძვე­ლი სახ­ლე­ბის დე­მონ­ტა­ჟი მოხ­და, ტე­რი­ტო­რია არ არის შე­მო­სა­ზღვრუ­ლი... ამ ოჯა­ხებს რა უნდა მის­ცენ ამის შემ­დეგ, რომ ტკი­ვი­ლი შე­უმ­სუ­ბუქ­დეთ. რა ბინა უნდა მის­ცენ, ოჯა­ხე­ბი გა­უ­ბე­დურ­დნენ" - ამ­ბო­ბენ შეკ­რე­ბი­ლე­ბი.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ე.წ ოც­ნე­ბის ქა­ლაქ­ში მო­სახ­ლე­ო­ბის ნა­წი­ლი ბი­ნე­ბით დაკ­მა­ყო­ფილ­და, ხოლო ნა­წი­ლის­თვის მშე­ნებ­ლო­ბა იგეგ­მე­ბა, რომ­ლის პრო­ექ­ტი რამ­დე­ნი­მე დღის წინ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ად­გილ­ზე წა­რად­გი­ნა. ე.წ ოც­ნე­ბის ქა­ლაქ­ში სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბი არი­ან მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი, ტე­რი­ტო­რია ყვი­თე­ლი ლენ­ტი­თაა შე­მო­სა­ზღვრუ­ლი.

რა გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს ბა­თუ­მის მე­რია:

"უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვა მოხ­და ქა­ლაქ ბა­თუმ­ში, ფრ. ხალ­ვა­შის გამ­ზი­რის #188-ის მიმ­დე­ბა­რედ. წყლით სავ­სე თხრილ­ში ორი არას­რულ­წლო­ვა­ნი ჩა­ვარ­და, სა­უ­ბე­დუ­როდ, მათი გა­დარ­ჩე­ნა ვერ მო­ხერ­ხდა.

სამ­ძი­მარს და თა­ნად­გო­მას ვუ­ცხა­დებთ გარ­დაც­ვლილ­თა ოჯა­ხებს ტრა­გე­დი­ის ამ მძი­მე წუ­თებ­ში. მომ­ხდა­რის დე­ტა­ლებს და­ად­გენს აჭა­რის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტი და­წყე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში".

სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ე.წ ოც­ნე­ბის ქა­ლაქ­ში მომ­ხდარ უბე­დურ შემ­თხვე­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­მო­ძი­ე­ბა “სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის” 116-ე მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბას გა­უფრ­თხი­ლებ­ლო­ბით გუ­ლის­ხმობს.




FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები