რა ინფორმაციას ავრცელებს ბათუმის მერია 2 ბავშვის გარდაცვალებასთან დაკავშირებით
ბათუმის მერიის ინფორმაციით, ბათუმში უბედური შემთხვევის შედეგად ორი არასრულწლოვანი დაიღუპა.
„უბედური შემთხვევა მოხდა ქალაქ ბათუმში, ფრ. ხალვაშის გამზირის #188-ის მიმდებარედ. წყლით სავსე თხრილში ორი არასრულწლოვანი ჩავარდა, საუბედუროდ, მათი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
სამძიმარს და თანადგომას ვუცხადებთ გარდაცვლილთა ოჯახებს ტრაგედიის ამ მძიმე წუთებში. მომხდარის დეტალებს დაადგენს აჭარის პოლიციის დეპარტამენტი დაწყებული გამოძიების ფარგლებში“, – აღნიშნულია მერიის განცხადებაში.
FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები