"მან შესაძლოა, გამოყოს კიბოს გამომწვევი ტოქსინები, ალასკაზე ვულკანის ამოფრქვევას ელოდებიან - რა ელის სამყაროს

15-02-2025
გიორგი ამილახვარი
Aa

მეც­ნი­ე­რე­ბის თქმით, ალას­კა­ზე ვულ­კა­ნის ამოფრქვე­ვის შან­სი იზ­რდე­ბა - ბოლო 10 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში მთა სპუ­რის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მრა­ვა­ლი მი­წისძვრა და­ფიქ­სირ­და.

სე­ის­მუ­რი აქ­ტი­ვო­ბა პირ­ვე­ლად 2024 წლის აპ­რილ­ში და­ი­წყო, მი­წისძვრე­ბის სიხ­ში­რე კვი­რა­ში 30-დან 125-მდე გა­ი­ზარ­და. ალას­კას ვულ­კა­ნის ობ­სერ­ვა­ტო­რი­ის (AVO) ექ­სპერ­ტე­ბი თვლი­ან, რომ ეს სე­ის­მუ­რი აქ­ტი­ვო­ბა გა­მოწ­ვე­უ­ლია ვულ­კა­ნის ქვეშ ახა­ლი მაგ­მით, რაც შე­იძ­ლე­ბა იმის ნი­შა­ნი იყოს, რომ ის ამოფრქვე­ვის­თვის ემ­ზა­დე­ბა.

ვულ­კა­ნის ამოფრქვე­ვამ შე­იძ­ლე­ბა საფრ­თხე შე­უქ­მნას ადა­მი­ა­ნის ჯან­მრთე­ლო­ბას, გა­მო­იწ­ვი­ოს სუნ­თქვის გაძ­ნე­ლე­ბა და გა­მო­ყოს კი­ბოს გა­მომ­წვე­ვი ტოქ­სი­ნე­ბი. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ სპუ­რი­დან 77 მი­ლის და­შო­რე­ბით მდე­ბა­რე­ობს ქა­ლა­ქი ან­კო­რი­ჯი, სა­დაც და­ახ­ლო­ე­ბით 300, 000 ადა­მი­ა­ნი ცხოვ­რობს.

მაგ­რამ ასე­ვე შე­საძ­ლე­ბე­ლია, რომ მი­წისძვრე­ბი ყო­ველ­გვა­რი ვულ­კა­ნუ­რი აქ­ტი­ვო­ბის გა­რე­შე ჩა­ცხრეს. ეს ად­რეც მომ­ხდა­რა. მა­გა­ლი­თად, 2004 და 2005 წლებ­ში ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მრა­ვა­ლი სე­ის­მუ­რი აქ­ტი­ვო­ბა და­ფიქ­სირ­და, თუმ­ცა ვულ­კა­ნის ამოფრქვე­ვის გა­რე­შე დას­რულ­და.

სპუ­რის ამოფრქვე­ვა ბო­ლოს 1992 წელს და­ფიქ­სირ­და. ვულ­კა­ნუ­რი ფერ­ფლის გამო ან­კო­რი­ჯის მო­სახ­ლე­ო­ბა გა­რეთ ვერ გა­დი­ო­და, ან ნიღ­ბებს ხმა­რობ­და. იქამ­დე, სა­ნამ ფერ­ფლი არ გა­ი­ფან­ტა, აე­რო­პორ­ტე­ბი ვერ ახერ­ხებ­დნენ მუ­შა­ო­ბის გაგ­რძე­ლე­ბას.

„დიდი ვულ­კა­ნის ფერ­ფლის ღრუ­ბე­ლი იმოქ­მე­დებს ასე­ვე იმ რე­ი­სებ­ზე, რომ­ლე­ბიც ჩრდი­ლო­ეთ ამე­რი­კი­დან აზი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბით ხორ­ცი­ელ­დე­ბა ალას­კის გავ­ლით“, - გა­ნა­ცხა­და აშშ-ს გე­ო­ლო­გი­უ­რი სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრო­მელ­მა მეტ ჰე­ინ­მა.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები