არქეოლოგების მიერ ისრაელში აღმოჩენილია ბიბლიური ადგილი, სადაც იესომ ბრმა განკურნა!
ისრაელში არქეოლოგიური გათხრებისას აღმოაჩინეს ბიბლიური ადგილი, სადაც, როგორც ამბობენ, იესო ქრისტემ ბრმა განკურნა. ნაპოვნია სილოამის ემბაზი, რომელიც უდაბნოში 2000 წელზე მეტი ხნის განმავლობაში დამარხული იყო. როგორც ბიბლიური ჩანაწერები გვიყვებიან, სწორედ სილოამის ემბაზთან განკურნა იესო ქრისტემ უსინათლო.
ეს ადგილი ისრაელის სიძველეების დეპარტამენტის, ეროვნული პარკებისა და დავითის ქალაქის ფონდის მიერ წარმოებული გათხრების დროს იპოვეს. ქვეყნის ხელისუფლების თქმით, სილოამის ემბაზი საზოგადოებისთვის უახლოეს მომავალში გაიხსნება.
დავითის ქალაქში (ბიბლიური იერუსალიმის ისტორიული ადგილი) მიმდინარე გათხრები – განსაკუთრებით სილოამის აუზის და მომლოცველთა გზის, ებრაელებისა და ქრისტიანების იერუსალიმთან თითქმის სამიათასწლოვან კავშირზე მიუთითებს,- განუცხადა საერთაშორისო ურთიერთობების ფონდის დირექტორმა ზეევ ორენშტაინმა Fox News-ს.
იმ დროში ვცხოვრობთ, როცა ბიბლიური მემკვიდრეობის დიდი ნაწილი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. იმის შესაძლებლობა, რომ ისტორიული მემკვიდრეობა და სიძველეები ზედაპირზე ამოვიტანოთ, ვუყუროთ და შევეხოთ მათ, ამ ადგილებზე ვიაროთ, ეს მხოლოდ რწმენის საკითხი აღარაა, ეს უკვე ფაქტია, რომელიც აქ, დავითის ქალაქში აღმოვაჩინეთ, – განაცხადა ზეევ ორენშტაინმა.ოთ მათ, ამ ადგილებზე ვიაროთ, ეს მხოლოდ რწმენის საკითხი აღარაა, ეს უკვე ფაქტია, რომელიც აქ, დავითის ქალაქში აღმოვაჩინეთ, – განაცხადა ზეევ ორენშტაინმა.
