"არასწორი ადამიანი ხარ" - ნინო წილოსანის მიმართვა გურამ როგავას

13-02-2025
გიორგი ზ.
Aa

"ქართული ოცნების" წარმომადგენელი ნინო წილოსანი სპეცრაზმელის მხრიდან გურამ როგავაზე თავდასხმას "სამწუხარო ინციდენტს", დაზარალებულ ჟურნალისტს კი "არასწორ ადამიანს" უწოდებს.

თავდასხმის შესახებ გურამ როგავამ ნინო წილოსანს პარლამენტის შენობაში დაუსვა კითხვები.

"სამწუხარო ინციდენტი იყო, თუმცა სამწუხარო იმიტომ იყო კიდევ უფრო მეტად, რომ თავიდან ბოლომდე არასწორი ადამიანი ხარ და ამ პატარა ინციდენტმა, ვიღაცის შეცდომამ მოგცა უფლება, რომ აქ [პარლამენტში] იდგე და რაღაც უაზრო კითხვები დაგვისვა", - თქვა წილოსანმა.

ტელეკომპანია "ფორმულის" ჟურნალისტ გურამ როგავაზე სპეცრაზმელმა 29 ნოემბერს, გვიან ღამით, აქციის დაშლის დროს, პირდაპირ ეთერში ჩართვის დროს იძალადა.



FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები