"გუშინ მე და ჩემმა ქალიშვილმა ვერ დავიძინეთ... ღამით კიევზე მასშტაბური შეტევა განხორციელდა" - რას წერს ლიზა იასკო

13-02-2025
გიორგი ამილახვარი
Aa

უკ­რა­ი­ნის რა­დას დე­პუ­ტა­ტი ლიზა იას­კო სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს, რომ ღა­მით მას და მის გო­გო­ნას არ ეძი­ნათ. ასე­ვე ეხ­მა­უ­რე­ბა ორი ქვეყ­ნის პრე­ზი­დენ­ტის შე­საძ­ლო შეხ­ვედ­რას. შე­გახ­სე­ნებთ, რომ ლიზა იას­კო­სა და ექ­სპრე­ზი­დენტ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს სა­ერ­თო ქა­ლიშ­ვი­ლი, ჟას­მინ იას­კო ჰყავთ.

 ბავ­შვის შე­სა­ხებ ცნო­ბი­ლი ორი წლის წინ გახ­და, თუმ­ცა იას­კოს ამ დრომ­დე შვი­ლის სუ­რა­თი არ გა­მო­უქ­ვეყ­ნე­ბია...

- მო­გე­სალ­მე­ბით კი­ე­ვი­დან.

ახლა მზეა, მაგ­რამ გუ­შინ ღა­მით კი­ევ­ზე მას­შტა­ბუ­რი შე­ტე­ვა გან­ხორ­ცი­ელ­და ბა­ლის­ტი­კუ­რი რა­კე­ტე­ბით. მე და ჩემ­მა ქა­ლიშ­ვილ­მა თით­ქმის ვერ და­ვი­ძი­ნეთ, ისე­ვე რო­გორც ბევ­რმა სხვამ.

ჩვენ მხა­რი და­ვუ­ჭი­რეთ ინი­ცი­ა­ტი­ვას, რომ 24 თე­ბერ­ვა­ლი ეროვ­ნუ­ლი ლოც­ვის დღედ გა­მო­ცხად­დეს. მე ვფიქ­რობ, რომ ეს ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რად­გან პა­ტი­ვი უნდა მი­ვა­გოთ ომში და­ღუ­პუ­ლებს - იმ ადა­მი­ა­ნებს, ვინც სა­კუ­თა­რი სი­ცო­ცხლე გა­წი­რა - და აქვე, ვი­ლო­ცოთ მო­მავ­ლის­თვის.

ომის დას­რუ­ლე­ბა­ზე უამ­რა­ვი გლო­ბა­ლუ­რი გან­ხილ­ვა მიმ­დი­ნა­რე­ობს, და სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნე­ბის, მათ შო­რის აშშ-ის, გან­ცხა­დე­ბებ­მა გარ­კვე­უ­ლი შეშ­ფო­თე­ბა გა­მო­იწ­ვია. თუმ­ცა, მე კვლავ იმე­დი­ა­ნი ვარ.

უკ­რა­ი­ნა იბ­რძვის მთე­ლი მსოფ­ლი­ოს უსაფრ­თხო­ე­ბის­თვის, და ჩვენ ეს ყო­ველ­თვის უნდა გვახ­სოვ­დეს. იმე­დია, მსოფ­ლიო ამას სრუ­ლად გა­ი­აზ­რებს.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები