"ამის გამო, რამდენიმე კორპუსში ბუნებრივი აირი ვერ ჩაირთო" - "თბილისი ენერჯის" საგანგებო განცხადება

12-02-2025
გიორგი ზ.
Aa

"იმის გამო, რომ გაზის ონკანები მეპატრონეებმა ღია დატოვეს, რამდენიმე კორპუსში ბუნებრივი აირი ვერ ჩაირთო" - თბილისი ენერჯის განცხადება

თბი­ლი­სი ენერ­ჯის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ავა­რი­ის შე­დე­გად გა­თი­შუ­ლი აბო­ნენ­ტე­ბის­თვის გაზ­მო­მა­რა­გე­ბის აღ­დგე­ნის პრო­ცე­სი ინ­ტენ­სი­უ­რად გრძელ­დე­ბა.

კომ­პა­ნი­ის ცნო­ბით, ამ ეტაპ­ზე გაზ­მო­მა­რა­გე­ბა სრუ­ლად აღ­დგე­ნი­ლია ვა­კის რა­ი­ონ­ში.

"სა­ბურ­თა­ლო-ნუ­ცუ­ბი­ძის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე 76 700 აბო­ნენტს ამ დრო­ის­თვის გაზი უკვე მი­ე­წო­დე­ბა. აქ­ტი­უ­რი სა­მუ­შა­ო­ე­ბი გრძელ­დე­ბა. რამ­დე­ნი­მე კორ­პუ­სი უსაფრ­თხო­ე­ბის გამო ვერ ჩა­ირ­თო, რად­გან გა­ზის ონ­კა­ნე­ბი ღია მდგო­მა­რე­ო­ბა­ში და­ტო­ვეს ბი­ნის მე­პატ­რო­ნე­ებ­მა, პა­რა­ლე­ლუ­რად ვმუ­შა­ობთ მათი ჩარ­თვის პრო­ცეს­ზეც.

კომ­პა­ნია სრუ­ლი რე­სურ­სით ჩარ­თუ­ლია, რომ ყვე­ლა აბო­ნენტს მი­ვა­წო­დოთ გაზი 23:00 სა­ა­თამ­დე“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები