რა გააკეთა ოსიმენმა როდესაც კვარაცხელიამ პსჟ-ს რიგებში პირველი გოლი გაიტანა?-ამას არავინ ელოდა

11-02-2025
სახელი არ არის მითითებული
Aa

ხვიჩა კვარაცხელიამ პარი სენ-ჟერმენის (პსჟ) რიგებში სადებიუტო გოლი გაიტანა საფრანგეთის ლიგა 1-ის 21-ე ტურში მონაკოს წინააღმდეგ გამართულ მატჩში. შეხვედრა პსჟ-ის გამარჯვებით, ანგარიშით 4:1 დასრულდა. კვარაცხელიამ გოლი მატჩის 54-ე წუთზე გაიტანა, რითაც ანგარიში 2:1 გახადა პსჟ-ის სასარგებლოდ.

მატჩის შემდეგ, კვარაცხელიამ აღნიშნა: ამ სტადიონზე და ამ გულშემატკივრების წინაშე გოლის გატანა საუკეთესო გრძნობაა. ძალიან ბედნიერი ვარ. ბევრს ვშრომობდი და ძალიან მინდოდა, გოლი მალე გამეტანა. ეს ამბავი დღეს მოხდა. მაგრამ შრომა უნდა გავაგრძელო, რათა პარი სენ-ჟერმენთან ერთად უფრო მეტი გავიტანო.

ხვიჩას სადებიუტო გოლს მისი ყოფილი თანაგუნდელი, ვიქტორ ოსიმენიც გამოეხმაურა და სოციალურ ქსელში მიულოცა.

კვარაცხელია პსჟ-ს იანვარში შეუერთდა და სადებიუტო გოლით თავისი ახალი გუნდის გულშემატკივრების წინაშე თავი გამოიჩინა.

ვიქტორ ოსიმენი

ნაპოლის რიგებში კვარას საუკეთესო მეწყვილემ ხვიჩას დაუწერა პირველი ბევრიდან….

აღნიშნულს კვარაც გამოეხმაურა : ჩემი ძმა

ნახეთ ფოტო:



FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები