"გიორგი თეთრკანიანებს გამოესარჩლა...არ მისცა ფერადკანიანებს მათი დაჩაგვრის უფლება" - ამერიკაში 33 წლის ქართველი ბიჭი მოკლეს: რა დეტალებია ცნობილი

11-02-2025
გიორგი ამილახვარი
Aa

9 თე­ბერ­ვალს, დი­ლით ტე­ნე­სის შტატ­ში ქარ­თვე­ლი ახალ­გაზ­რდა, 33 წლის გი­ორ­გი მე­რა­ბიშ­ვი­ლი მოკ­ლეს. ეს სამ­წუ­ხა­რო ინ­ფორ­მა­ცია სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მის­მა ახ­ლობ­ლებ­მა გა­ავ­რცე­ლეს. რო­გორც ირ­კვე­ვა, მას დამ­ნა­შა­ვე სახ­ლთან და­ეს­ხა თავს და ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­დან გას­რო­ლით მოკ­ლა.

- თა­მარ, მომ­ხდარ ფაქ­ტზე რა იცით, ვინ მოკ­ლა გი­ორ­გი მე­რა­ბიშ­ვი­ლი?

- დე­ტა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცია ჯერ­ჯე­რო­ბით არ მაქვს. რო­გორც ვიცი, მას ადრე და­პი­რის­პი­რე­ბა ფე­რად­კა­ნი­ა­ნებ­თან ჰქონ­და, სა­ვა­რა­უ­დოდ ეს იმ ფაქ­ტის გაგ­რძე­ლე­ბაა. კონ­ფლიქ­ტი ადრე და­ი­წყო, ამა­ზე გი­ორ­გიმ თა­ვად მი­ამ­ბო. მან მი­თხრა, ფე­რად­კა­ნი­ა­ნე­ბი ამე­რი­კელ თეთრკა­ნი­ა­ნებს ძა­ლი­ან ავიწ­რო­ებ­დნენ, ჩაგ­რავ­დნე­ნო, არა­ა­და­მი­ა­ნუ­რი მო­პყრო­ბის თვითმხილ­ვე­ლი გახ­და, გი­ორ­გი თეთრკა­ნი­ანს გა­მო­ე­სარ­ჩლა, არ მის­ცა ფე­რად­კა­ნი­ა­ნებს მათი და­ჩაგ­ვრის უფ­ლე­ბა. ამის გამო მო­უხ­და მათ­თან და­პი­რის­პი­რე­ბა, შეხ­ლა-შე­მოხ­ლაც იყო. რო­გორც ვიცი, ფე­რად­კა­ნი­ა­ნე­ბის ისეთ კლან­თან მო­უხ­და და­პი­რის­პი­რე­ბა გი­ორ­გის, იყო იმის სა­შიშ­რო­ე­ბა, რომ მო­ეკ­ლათ, ამი­ტომ ჩა­მო­ვი­და სა­ქარ­თვე­ლო­ში და აქ ცხოვ­რობ­და გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დი. აქ წა­მო­ი­წყო თა­ვი­სი ბიზ­ნე­სი. მერე შე­ირ­თო ცოლი, შე­ე­ძი­ნა შვი­ლე­ბი. მან­ქა­ნე­ბის ჩა­მოყ­ვა­ნა-რე­ა­ლი­ზა­ცი­ის ბიზ­ნე­სი ჰქონ­და, ნა­წი­ლე­ბის ყიდ­ვა-გა­ყიდ­ვის...

ambebi.ge


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები