როდის აღდგება ბუნებრივი აირის მიწოდება - “თბილისი ენერჯი“ განცხადებას ავრცელებს

11-02-2025
სახელი არ არის მითითებული
Aa

“თბი­ლი­სი ენერ­ჯის“ ცენ­ტრა­ლუ­რი გაზ­სა­დე­ნის და­ზი­ა­ნე­ბის გამო, თბი­ლის­ში ვა­კის და სა­ბურ­თა­ლოს რა­ი­ო­ნებ­ში გა­ზის მი­წო­დე­ბა ავა­რი­უ­ლად 150 000-მდე აბო­ნენტს შე­უ­წყდა.

კომ­პა­ნი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, 500 მმ- იანი ცენ­ტრა­ლუ­რი გაზ­სა­დე­ნი ჯერ­ჯე­რო­ბით და­უდ­გე­ნელ ვი­თა­რე­ბა­ში, სა­ვა­რა­უ­დოდ მე­სა­მე პი­რის მიერ და­ზი­ან­და.

“თბი­ლი­სი ენერ­ჯის“ ცნო­ბით, შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე სრუ­ლად მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლია თბი­ლი­სი ენერ­ჯის შე­სა­ბა­მი­სი სამ­სა­ხუ­რე­ბი. აქ­ტი­უ­რად მიმ­დი­ნა­რე­ობს და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი გაზ­სა­დე­ნის აღ­დგე­ნის სა­მუ­შა­ო­ე­ბი.

გა­ზის მი­წო­დე­ბის აღ­დგე­ნა კი 10 თე­ბერ­ვალს, დღის პირ­ვე­ლი ნა­ხევ­რი­დან და­ი­წყე­ბა და ავა­რი­ის მას­შტა­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით პრო­ცე­სი 11 თე­ბერ­ვლის დღის ბო­ლომ­დე დას­რულ­დე­ბა.თბი­ლი­სი ენერ­ჯი ბო­დიშს გიხ­დით აბო­ნენ­ტებს შექ­მნი­ლი დის­კომ­ფორ­ტის გამო.

“გაზ­მო­მა­რა­გე­ბის აღ­დგე­ნა რთუ­ლი პრო­ცე­სია და უსაფრ­თხო­ე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე დროს მო­ი­თხოვს. ავა­რი­ის მას­შტა­ბი­სა და გა­თი­შუ­ლი აბო­ნენ­ტე­ბის რა­ო­დე­ნო­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით კომ­პა­ნი­ის სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი მაქ­სი­მა­ლუ­რად ცდი­ლო­ბენ გაზ­მო­მა­რა­გე­ბის დრო­უ­ლად აღ­დგე­ნას.

გთხოვთ, ყუ­რა­დღე­ბით იყა­ვით და არ და­ტო­ვოთ გა­ზის ონ­კა­ნე­ბი ღია მდგო­მა­რე­ო­ბა­ში" - აღი­ნიშ­ნე­ბა ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები