როგორია 27 წლის ბიჭის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელსაც ერთი თვე ეძებდნენ

20-06-2023
ლექსო ნოზაძე
Aa

ჭიათურაში დაკარგულ ბიჭი, რომელსაც ერთი თვის განავლობაში ეძებდნენ, იპოვეს.

როგორც "პრაიმტაიმს" ახალგაზრდა ბიჭის ნათესავი უყვება იგი თავს ერთ-ერთ შენობას აფარებდა და მშიერ-მწყურვალი იყო.

„ზესტაფონში იპოვეს. იმის ფონზე, რომ თითქმის ორი კვირა უჭმელი იყო ნორმალურადაა. კლინიკაში  გადაიყვანეს და უმკურნალებენ თბილისში. წამლების მიღება ჰქონდა შეწყვეტილი ფსიქოლოგიური პრობლემების გამო და ვერავინ იცნო. რაღაც შენობას აფარებდა თავს, მშიერ-მწყურვალი“,- უთხრა „პრაიმტაიმს“ ნიკას ნათესავმა. 

27 წლის ნიკა ხვედელიძე დაახლოებით ერთი თვე იყო გაუჩინარებული.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები