როდიდან დაიწყება საგაზაფხულო არდადეგები სკოლებში - წელს უფრო ხანგრძლივია

08-02-2025
გიორგი ამილახვარი
Aa

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის 2024-2025 სასწავლო წლის ერთკვირიანი საგაზაფხულო არდადეგები ახლოვდება.  სასწავლო კალენდრის მიხედვით, საჯარო სკოლის მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის არდადეგების ხანგრძლივობა 1 კვირაა – 8 მარტს, ქალთა დღეს იწყება და 14 მარტის ჩათვლით გრძელდება, თუმცა მიმდინარე სასწავლო წელს, საჯარო სკოლის მოსწავლეები 10 დღის განმავლობაში დაისვენებენ, რადგან 8 მარტი შაბათია, ეს კი ნიშნავს, რომ სკოლები მოსწავლეებს 7 მარტიდან დაითხოვენ და სასწავლო პროცესი 17 მარტიდან განახლდება (15-16 მარტი შაბათ-კვირაა).

რაც შეეხება კერძო სკოლებს, ისინი თავად განსაზღვრავენ უქმე დღეების ვადებსა და არდადეგების ხანგრძლივობას. სასწავლო წლის განმავლობაში არსებული დასვენების დღეები, ასევე არდადეგები წინასწარ არის განსაზღვრული და ამ თარიღებს კანონი არეგულირებს.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები