სად იპოვეს 38წლის მამაკაცის ცხედარი, რა ინფორმაცია ვრცელდება ადგილიდან?

07-02-2025
სახელი არ არის მითითებული
Aa

რა მოხდა საგარეჯოში? – 38 წლის მამაკაცი მრავლობითი დაზიანებებით გარდაცვლილი იპოვეს

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ანთოკის თემში, ალინჯაში 38 წლის მამაკაცის ცხედარი აღმოაჩინეს.

ადგილობრივების ინფორმაციით, გარდაცვლილს სახის არეში დაზიანებები აქვს, ხოლო სხეულის მარჯვენა მხარეს ბასრი საგნით მიყენებული ჭრილობებია დაფიქსირებული.

ამ ეტაპზე უცნობია, რა ვითარებაში და რა მიზეზით მოკლეს მამაკაცი.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები