მიუხედავად იმისა, რომ მე აბსოლუტურად არ ვიზიარებ, დღეს, მის პოზიციას, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი ვაჟკაცია, მე მისი მადლიერი დავრჩები - ბეგი ლოგუა
ბეგი ლოლუა სოციალურ ქსელში ვასილ ივანოვ-ჩიქოვანის შესახებ წერს:
კაცობა არ მაძლევს უფლებას, ეს პოსტი არ დავწერო, რომელიც ვასილ ივანოვ-ჩიქოვანს ეხება:
მიშას რეჟიმის დროს, როცა მე და დედაჩემი ვიდევნებოდით, ნათესავების და "მეგობრების" დიდი ნაწილი შემოგვეფანტა და მხოლოდ ერთეულები გვედგნენ გვერდით, დადგა მომენტი, როცა ყველა სამართლებრივი გზა ამოიწურა და დედაჩემის სიცოცხლის გადასარჩენად დარჩა ერთადერთი გამისავალი - პრეზიდენტისთვის შეწყალების თხოვნა.
მიუხედავად მისი უდანაშაულობისა, სამართლებრივად, პრეზიდენტს შეუძლია ნებისმიერი მისჯილი შეიწყალოს. ამიტომ, მე და ჩემმა მეგობრებმა შევადგინეთ ტექსტი და ჩვენი სანაცნობო წრიდან, პატივსაცემ და ცნობად ადამიანებს ვთხოვეთ ხელმოწერით შემოერთებოდნენ შეწყალების თხოვნას, სადაც არ ვითხოვდი მტყუან-მართალის გარჩევას, უბრალოდ და მარტივად ვითხოვდი ავადმყოფი დედისთვის მშვიდად ცხოვრების უფლების დაბრუნებას. მიშამ და მისმა ხროვამ, ყურიც არ შეიბერტყა და შედეგიც არ დადგა. შევაგროვეთ, სიმბოლურად, 100 ხელმოწერა. ყველა მათგანი მახსოვს და დღესაც მადლიერი ვარ.
რუსთაველის დასი...
მარჯანიშვილის დასი...
"შუა ქალაქის" მსახიობები...
ჩემი მეგობარი, დიდი მუსიკოსები...
იმედის ჟურნალისტები...
რეალ ტვ-ს ჟურნალისტებიც კი...
მწარედ მახსოვს მაშინდელი, ნაცების მიერ უზურპირებული "რუსთავი 2"-ის ფეისების უარი, სახელებს და გვარებს არ დავწერ...
ერთადერთი ადამიანი, ვინც ხელი მოაწერა, "რუსთავი 2"-დან, იყო ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი.
მას არ შეშინებია მისი კოლეგებივით და მიუხედავად იმისა, რომ პირადად არ მიცნობდა, გვერდით დამიდგა, თუნდაც მცირედით, ხელმოწერით, მაშინ, როცა, ახლა, აქციაზე მდგომი რამდენიმე მუსიკოსი, რომელიც მემეგობრებოდა, უბრალოდ დაიმალა და მეორე ზარს აღარ უპასუხა.
რისი თქმა მინდა...
მიუხედავად იმისა, რომ მე აბსოლუტურად არ ვიზიარებ, დღეს, მის პოზიციას, გული მწყდება რომ ნაცების მხარეს აღმოჩნდა და მე საპირისპირო მხარეს ვდგავართ, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი, ჩემი აზრით, როგორც პიროვნება - ვაჟკაცია. მისი პოლიტიკური შეხედულება სხვა მხარეა და ეს მის ვაჟკაცობაზე ვერ მოახდენს გავლენას. მე მისი მადლიერი დავრჩები, ყოველთვის... დანარჩენი, თქვენც იცით...
პ.ს. კახი კავსაძის და გივი ბერიკაშვილის სულებსაც მადლობას გადავუხდი, იმ ლამაზი და იმედის მომცემი ხელმოწერებისთვის! ❤