ვრცელდება ახალი ინფორმაცია ახალციხიდან,სადაც აფეთქება მოხდა!
ახალციხეში, თამარაშვილის ქუჩაზე, სუპერმარკეტ სმარტის შენობაში მომხდარი ძლიერი აფეთქების შედეგად, მეხანძრე-მაშველებმა ერთი პირი უვნებლად გამოიყვანეს. ამის შესახებ ინფორმაციას პრაიმტაიმს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში უდასტურებენ.
მათივე ცნობით, მიუხედავად აფეთქების სიმძლავრისა, ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.
აფეთქება სმარტის შენობაში დაახლოებით საათ-ნახევრის წინ მოხდა. ძლიერი ბიძგის შედეგად მაღაზიის ნაწილი დაზიანდა. თვითმხილველების ინფორმაციით, აფეთქების ხმა საკმაოდ შორ მანძილზეც ისმოდა და მიმდებარე ტერიტორიაზე შენობების ფანჯრები შეარყია.
შემთხვევის ადგილზე ოპერატიულად მივიდნენ სამაშველო სამსახურის თანამშრომლები, სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები და პოლიცია.
ამ დროისთვის მიმდინარეობს დაზიანებული შენობის შემოწმება და აფეთქების გამომწვევი მიზეზის დადგენა. ექსპერტები ადგილზე მუშაობენ, ხოლო სამართალდამცავებმა ფაქტზე გამოძიება დაიწყეს.
ჯერ არ არსებობს ოფიციალური ინფორმაცია იმის შესახებ, რამ გამოიწვია აფეთქება – შესაძლო ვერსიებს შორის განიხილება გაზის გაჟონვა, ელექტროსისტემის გაუმართაობა ან სხვა ტექნიკური პრობლემა.
დეტალების დაზუსტების შემდეგ დამატებითი ინფორმაცია გავრცელდება.