"ჩვენი იმედის, თეკლას მდგომარეობა უმჯობესდება..." - ახალი ცნობები გოგონაზე, რომელსაც და და მამა გარდაეცვალა

20-06-2023
ლექსო ნოზაძე
Aa

გეგუთი-ქუთაისის გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილი 13 წლის გოგონას მამა გუშინ კლინიკაში გარდაიცვალა. ავარიის დროს მანქანაში ისხდნენ ასევე მამაკაცის მეორე შვილი და დედა.

მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა კი უკეთესობისკენ მიდის. როგორც გაირკვა, ბებია კლინიკიდან უკვე გამოწერეს, გოგონას მდგომარეობა კი უმჯობესდება.

ამის შესახებ სოციალურ ქსელში ოჯახის ნათესავი წერს.

მაგუ ჭეიშვილი: ჩვენი იმედის, ჩვენი თეკლას მდგომარეობა უმჯობესდება. ოჯახის სახელით ყველას ძალიან დიდი მადლობას გიხდით. ბებო გამოწერეს.

უბედურებასაც ხომ უნდა ჰქონდეს საზღვრები? ანა-მარია მარტო არ გაუშვა.

მეცხრე დღეს არ დაგტოვა, ჩემო ანა-მარია, მამიკომ მარტო და შენთან წამოვიდა…

შენ ხომ მხოლოდ მამიკომ გაგზარდა და მამიკოს გოგო იყავი. 

ახლაც ისევ ისე იზრუნებს შენზე, როგორც ზრუნავდა.

ღმერთმა ნათელში გვიმყოფოს თქვენი სულები...

მეორე უდიდესი ტრაგედიაა...

პირველი მეხის გავარდნა ანა-მარიას სიკვდილი იყო...

მეორე, გიასი…

ტრაგედიაცაა და ტრაგედიაც..

ეს ისაა, როცა მსგავსი ტრაგედია გამუნჯებს...", - წერს გაბუნიების ოჯახის ნათესავი.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები