დათო არჩვაძემ ალეკო თეთრაშვილს ბოლო კლიპი, რომელშიც მსახიობი მონაწილეობს, ვერ აჩვენა: „ვერ მოვასწარი, ისე უცებ გაგვიფრინდა…“

29-01-2025
გიორგი ამილახვარი
Aa

მსახიობი ალეკო თეთრაშვილი დათო არჩვაძის კაპელას წევრი იყო. ახლახან კაპელამ ვიდეორგოლი გადაიღო, რომელშიც ალეკოც მონაწილეობს, მაგრამ სამწუხაროდ, ამ ვიდეორგოლის ნახვა ვერ მოასწრო.

ამის შესახებ თავად დათო წერს და ვიდეოდან ნაწყვეტს აქვეყნებს:

„ხუთშაბათს, რეპეტიციაზე მითხრა, ჩვენი ახალი კლიპი როდის უნდა გვაჩვენოო და ვერ მოვასწარი, ისე უცებ გაგვიფრინდა. უფალმა ნათელი დაუმკვიდროს ჩვენს ალეკოს. ის იყო ცარიელი გული…“

ალეკო თეთრაშვილის გარდაცვალების შესახებ ცნობა დღეს გავრცელდა.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები