“ახლა შევიარე გერმანიაში ჩვეულებრივ მაღაზიაში და ვიყიდე შემდეგი რამეები… აბა, რა დამიჯდა…ასევე მითხარით, საქართველოში რა დამიჯდებოდა”
გერმანიაში მყოფი ქართველი ლაშა ძებისაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც იგი ერთ-ერთ გერმანულ მაღაზიაში შეძენილ პროდუქტებზე წერს.
"ეხლა შევიარე გერმანიაში ჩვეულებრივ მაღაზიაში და ვიყიდე შემდეგი რამ: პიცა ღუმელის, 1.5ლიტრი ფორთოხლის წვენი, მჟავე კიტრი, ორი ქილა კოლა, 10 კვერცხი, 1.5კგ. გარგალი, 1კგ. ქლიავი, 1კგ. ვაშლი, 300გრ. გოუდას ყველი, მდნარი ყველი პურზე წასასმელი 300გრ., ალუბლის ჯემი, ტოსტის პური, ორი საპონი, 600გრ. ღორის სტეიკი, 400გრ. ქათმის "გრუძინკა"(რუსების გავლენაა აშკარად!), 800 გრ. ქათმის ფრთები და 150გრ. დელიკატესი ძეხვი დაჭრილი.
ხოდა თქვენი საზრით ეს რა დამიჯდა აქ ევროებში? და ასევე მითხარით რა დაჯდებოდა იგივე საქართველოში?
ეს უბრალოდ იმისთვის მინდა რომ გავიგო ამ ბედკრულში სადაც ხელფასები 7 ჯერ ნაკლებია საშუალოდ ვიხდი თუ არა იგივეს რაც გერმანიაში ან შესაძლოა კიდევ უფრო მეტს." - წერს ლაშა ძებისაშვილი.
როგორც კომენტარებიდან გაირკვა, აღნიშნული პროდუქტები მას 36 ევრო დაუჯდა.
