საშიში წითელი: ნივთიერება, რომელიც ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის – როგორ დავიცვათ თავი?

26-01-2025
სახელი არ არის მითითებული
Aa

საშიში წითელი: ფერი, რომელიც თვალს ატყუებს და ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის

წითელი ალამი მთელი მსოფლიოსთვის:

ამერიკის შეერთებული შტატების სურსათისა და წამლის ადმინისტრაციამ (FDA) მსოფლიო საზოგადოებას ოფიციალურად მოუწოდა, შეწყვიტოს საკვებსა და წამლებში წითელი საღებავი N3-ის გამოყენება. მიზეზი? მეცნიერების მიერ დადასტურებული ფაქტები, რომ ეს სინთეტიკური საღებავი მძიმე დაავადებებს, მათ შორის ონკოლოგიურ პრობლემებს, იწვევს.

რა არის წითელი N3?

ეს საღებავი ნავთობპროდუქტებისგან მზადდება და მას ძირითადად ვიზუალურად მიმზიდველი პროდუქტების წარმოებისთვის იყენებენ. განსაკუთრებით ბავშვებისთვის საყვარელი ტკბილეული, ჟელიბონები, ზეფირი, ვარდისფერი ნაყინი, წითელი წვენები, ასევე ძეხვეული და წამლები, ხშირად სწორედ ამ საღებავით არის შეფერილი.

წითელი N3-ის გამოყენების მიზეზი:

პროდუქტების მწარმოებლები წითელ ფერს მარკეტინგულ იარაღად იყენებენ. ფსიქოლოგიური კვლევებით დადასტურებულია, რომ მკვეთრი წითელი ფერი უფრო მიმზიდველს და შესაბამისად უფრო გაყიდვადს ხდის პროდუქტებს.

კოსმეტიკაში აკრძალვა 25 წლის წინ:

წითელი N3-ის მავნე თვისებების გამო, ის ჯერ კიდევ 25 წლის წინ აიკრძალა კოსმეტიკური პროდუქტებისთვის. თუმცა, საკვებსა და წამლებში მისი გამოყენება კვლავ გაგრძელდა, რაც მწარმოებლების მხრიდან მხოლოდ ვიზუალური ეფექტისთვის მიმართული სვლა იყო.

FDA-ს ახალი რეგულაცია:

FDA-მ საკვებისა და წამლების მწარმოებლებს მავნე ნივთიერების პროდუქტებიდან ამოღებისთვის 2 წლიანი ვადა მისცა. 2027 წლამდე, მწარმოებლებს მოეთხოვებათ, სრულად ამოიღონ N3 საღებავი წარმოებიდან.

როგორ დავიცვათ თავი?

მომხმარებლებს მოუწევთ პროდუქტებში მავნე ნივთიერების იდენტიფიცირება, სანამ ის სრულად ამოღებული იქნება ბაზრიდან. შეფუთვაზე ნივთიერება შესაძლოა აღნიშნული იყოს შემდეგი ვარიაციებით:

•E127

•Red No. 3

•Erythrosine

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი?

FDA-მ წითელი საღებავი N3 არა მხოლოდ ონკოლოგიური დაავადებების გამომწვევ ფაქტორად დაასახელა, არამედ ის ნივთიერება, რომელიც შესაძლოა ორგანიზმში მრავალი სახის ანომალიის განვითარების მიზეზი გახდეს.

მსოფლიო უარს ამბობს წითელზე:

ბავშვების ჯანმრთელობა თითოეული ოჯახისთვის წითელი ხაზია, რომლის გადაკვეთაც დაუშვებელია. სწორედ ამიტომ, დღეს მსოფლიო ეტაპობრივად უარს ამბობს პროდუქტებზე, რომლებიც ამ საღებავს შეიცავს.

2027 წლამდე თითოეულ მომხმარებელს შეუძლია, აიღოს პასუხისმგებლობა საკუთარ ჯანმრთელობაზე – ყურადღებით წაიკითხოს პროდუქტის შემადგენლობა და თავი აარიდოს ისეთ პროდუქტებს, რომლებიც შეიცავს N3 საღებავს. ჯანსაღი არჩევანი არა მხოლოდ ოჯახის, არამედ მთელი საზოგადოების უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები