„ეს რა დამართეთ თავს... ნეტა არ "უტყდებათ" ასეთი გაფარჩაკება?“ - მოროშკინა

24-01-2025
გიორგი ამილახვარი
Aa

ჟურნალისტი და პოლიტოლოგი ლალი მოროშკინა სოციალურ ქსელში წერს:

გუშინდელი დღის რეზიუმე.

ტრამპი ტრამპობს.

ოპოზიცია ფორთხავს,

ყოფილი პრეზიდენტი პლინტუს დაბლაა..

არადა ხომ შეიძლებოდა ღირსეულად (უპს ეს სიტყვა ლექსიკონში არ გაქვთ) მიღება ჯერ არჩევნების, მერე ახალი პრეზიდენტის, ქვეყნის გამთლიანება და შენება.

მაგრამ არა!!!

სხვა დავალება ჰქონდათ და ისიც ჩააფლავეს.

ნეტა გუშინდელი შუკა-შუკა,

შარა-შარა კადრების არ "უტყდებათ"?

ალბათ ასეთ გაფარჩაკებას იქიდან არ დაბრუნება ჯობია

აი ამის მერე, სუპერმარკეტში რომ მოლარე გადაიხარხარებს,

რესტორანში რომ მიმტანი გაგეღადავებათ,

სასტუმროში რომ კონსიერჟი გაგჭორავთ,

- ესენი ისინი არიან ჩანგალზე რომ ეტენებოდნენ, მანამდე გვარიანად ნაგინებ ტრამპს, და ვერ შეეტენენო....

ეს რა დამართეთ თავს.. -- წერს ლალი მოროშკინა.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები