ბოლო ცნობები ტრაგედიის ზონიდან,მსხვერპლი გაიზარდა,რა ვითარებაა ამ დროისთვის?

23-01-2025
სახელი არ არის მითითებული
Aa

თურქეთის სამთო-სათხილამურო კურორტზე, სასტუმროში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 66-მდე გაიზარდა. ხოლო დაშავებულია სულ მცირე 51 ადამიანი.

ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრის, ქემალ მემიშოღლუს განცხადებით, დაშავებულებიდან ერთის მდგომარეობა მძიმეა, ხოლო 17-მა უკვე დატოვა საავადმყოფო.

საზარელი ტრაგედიის დროს სასტუმროში 234 სტუმარი იმყოფებოდა.

თურქული მედიის ცნობით, 2 ტურისტი იმ დროს დაიღუპა, როდესაც სასტუმროს ფანჯრიდან გადმოხტნენ.

ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები