რუსი მებრძოლი დვალიშვილს! ერთი სული მაქვს…..რას ამბობს პიოტრ იანი?
რუსი მებრძოლი პიოტრ იანი, რომელიც ახლო წარსულში ქართველმა ჩემპიონმა, მერაბ დვალიშვილმა, სრული დომინაციით დაამარცხა, კვლავ ყურადღების ცენტრშია. იანი მერაბს წარმატებას ულოცავს და მას ახალ ბრძოლას სთავაზობს.
გილოცავ, მანქანავ! მერაბ, ეს შთამბეჭდავი იყო. ერთი სული მაქვს, შენთან კიდევ როდის ვიჩხუბებ, – წერს იანი სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ მერაბ დვალიშვილმა ცოტა ხნის წინ მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა. მან ხუთრაუნდიან ბრძოლაში უმარ ნურმაგომედოვი დაამარცხა, მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით გაიმარჯვა და საჩემპიონო ქამარი წარმატებით დაიცვა.
მერაბ დვალიშვილი, რომელსაც მეტსახელად მანქანა ეწოდება, UFC-ის ერთ-ერთი ყველაზე დომინანტი მებრძოლია. მისი ტექნიკა და შეუპოვრობა მუდმივად შთამბეჭდავ სანახაობას ქმნის, ხოლო პიოტრ იანისგან შეთავაზებული ბრძოლა შესაძლოა გულშემატკივრებისთვის კიდევ ერთი დაუვიწყარი დაპირისპირება გახდეს.
მიუხედავად წარსულში იანის წინააღმდეგ მიღწეული გამარჯვებისა, დვალიშვილის პროფესიონალიზმი და სპორტული ეთიკა მიანიშნებს, რომ ქართველი მებრძოლი მზადაა ნებისმიერ გამოწვევას ღირსეულად შეხვდეს. სპორტული სამყარო ახლა ინტერესით ელოდება, რას გადაწყვეტს მერაბი ამ გამოწვევასთან დაკავშირებით.