ქალმა შვილი სახლში დატოვა და რამდენიმე დღით გაუჩინარდა: ბავშვი შიმშილისგან გარდაიცვალა

18-01-2025
გიორგი ამილახვარი
Aa

ცოტა ხნის წინ მექ­სი­კა­ში შო­კის­მომ­გვრე­ლი ამ­ბა­ვი მოხ­და. რუს­მა ქალ­მა ოლგა იდე­ლე­ვიჩ­მა, რო­მე­ლიც დე­და­ქა­ლაქ მე­ხი­კო­ში ცხოვ­რობ­და, ექ­ვსი წლის ვაჟი კრის­ტი­ან ომა­რი სახ­ლში და­ტო­ვა და რამ­დე­ნი­მე დღით გა­უ­ჩი­ნარ­და. შე­დე­გად, ბიჭი შიმ­ში­ლის­გან გარ­და­იც­ვა­ლა...

ტრა­გე­დია ჯერ კი­დევ დე­კემ­ბერ­ში მოხ­და. ვრცელ­დე­ბა ინ­ფორ­მა­ცია, რომ ოლგა სა­არ­სე­ბო მი­ნი­მუმს ეს­კორ­ტის მომ­სა­ხუ­რე­ბით შო­უ­ლობ­და და ხში­რად ტო­ვებ­და შვილს სახ­ლში საკ­ვე­ბის, წყლი­სა და ელექტრო­ე­ნერ­გი­ის გა­რე­შე. ახალ წლამ­დე სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა კრის­ტი­ა­ნი მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში აღ­მო­ა­ჩი­ნეს. ბავ­შვი მე­ხი­კოს სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს, სა­დაც მა­ლე­ვე გარ­და­იც­ვა­ლა.

მე­დია წერს, რომ, 13 იან­ვარს 34 წლის უყუ­რა­დღე­ბო დე­დამ ბავ­შვის ცხე­და­რი კლი­ნი­კი­დან და­საკ­რძა­ლად წა­ი­ღო. ამ ამ­ბავ­მა სა­ზო­გა­დო­ე­ბა აღაშ­ფო­თა. ჟურ­ნა­ლის­ტი კარ­ლოს ხი­მე­ნე­სი მი­იჩ­ნევს, რომ ქალი უნდა და­ე­პა­ტიმ­რე­ბი­ნათ.

"წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია! პა­ტა­რა კრის­ტი­ან ომა­რის ცხე­და­რი დე­დას გა­დას­ცეს! რუს­მა ქალ­მა ოლგა იდე­ლე­ვიჩ­მა წა­ი­ღო ბავ­შვის ნეშ­ტი, რო­მე­ლიც თა­ვად მი­ა­ტო­ვა! ახლა პრო­კუ­რა­ტუ­რა ეძებს მას და ბავ­შვის მა­მას, მარ­კო ან­ტო­ნიო მი­ან­გოსს“, - წერს ხი­მე­ნე­სი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში.

სა­მარ­თალ­დამ­ცავ­მა უარ­ყვეს ჟურ­ნა­ლის­ტის მიერ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია, მათი თქმით კრის­ტი­ა­ნის ცხე­და­რი ჯერ კი­დევ სა­სა­მარ­თლო ექ­სპერ­ტი­ზის ინ­სტი­ტუ­ტში იყო.

მექ­სი­კუ­რი მე­დია გარ­დაც­ვლი­ლი ბავ­შვის სა­ვა­რა­უ­დო მა­მის ფო­ტოს აქ­ვეყ­ნებს.

სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბი აგ­რძე­ლე­ბენ გა­მო­ძი­ე­ბას გახ­მა­უ­რე­ბულ საქ­მე­ზე ოლგა იდე­ლე­ვი­ჩის წი­ნა­აღ­მდეგ. ასე­ვე უც­ნო­ბია ეძე­ბენ თუ არა ისი­ნი ბი­ჭის მა­მას, ად­ვო­კატ მარ­კო ან­ტო­ნი­ოს. მა­მა­კა­ცი ოლ­გას 2019 წელს და­შორ­და და, რო­გორც ჩანს, კაც­მა ქალს ფი­ნან­სუ­რი დახ­მა­რე­ბა შე­უ­წყვი­ტა. იდე­ლე­ვიჩ­მა პი­რად ბლოგ­ზე გაბ­რა­ზე­ბუ­ლი პოს­ტი გა­მო­აქ­ვეყ­ნა, სა­დაც ყო­ფი­ლი მე­უღ­ლის მხრი­დან ზე­წო­ლა­სა და მუ­ქა­რა­ზე წერ­და.

„ყვე­ლა­ფე­რი წა­ი­ღე ჩემ­გან! ყვე­ლა­ფე­რი უნდა და­მიბ­რუ­ნო! ორი დღეა არ მი­ჭა­მია და ჩემ­მა შვილ­მა დღეს დი­ლით ერთი სა­წყა­ლი ტორ­ტი­ლა შე­ჭა­მა. საჭ­მე­ლი არ გვაქვს. გულ­წრფე­ლად არ მეს­მის, რო­გორ არ გრცხვე­ნია, რომ თქვე­ნი შვი­ლი ასეთ მდგო­მა­რე­ო­ბა­შია?! შენ კი­დევ გაქვს გამ­ბე­და­ო­ბა, სუ­ლე­ლუ­რი კი­თხვე­ბი და­მის­ვა?! ყვე­ლა­ფე­რი წა­მარ­თვი: სამ­სა­ხუ­რი, ფული, მე­გობ­რე­ბი, ჩემი შვი­ლის სკო­ლა, მისი და­ბა­დე­ბის დღე, ჩემი ჯან­სა­ღი ფსი­ქი­კა, ჩემი სი­ა­მა­ყე! "ჩემი პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა, ჩემი სა­ი­დუმ­ლო­ე­ბე­ბი, ჩემი მშობ­ლე­ბი..." - წერ­და ქალი.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები