"კვარამ" მოახერხა ის, რაც ევროპაში დღემდე ვერავინ შეძლო... მისმა ერთმა გულშემატკივარმა საოცარი წერილი მომწერა" - რას ჰყვება იტალიაში მოღვაწე ქართველი ჟურნალისტი

18-01-2025
სახელი არ არის მითითებული
Aa

"შე­მიძ­ლია პა­რა­ლე­ლი გა­ვავ­ლო სა­ქარ­თვე­ლოს­თან, რომ ფეხ­ბურ­თი ნე­ა­პო­ლე­ლე­ბის იდენ­ტო­ბის ნა­წი­ლია და მათი წარ­მოდ­გე­ნი­დან, გად­მო­სა­ხე­დი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მათ იდენ­ტო­ბას შე­ეხ­ნენ, გა­თე­ლეს. ამი­ტო­მაც, რო­გორც ქარ­თველს მეს­მის, რა­ტომ ჰქონ­დათ ასე მწვა­ვე რე­აქ­ცია. თუმ­ცა, ასე­თი აგ­რე­სია და უზ­რდე­ლო­ბა ჩემ­თვის მი­უ­ღე­ბე­ლია" - იტა­ლი­ა­ში მოღ­ვა­წე ქარ­თვე­ლი ჟურ­ნა­ლის­ტი, ქარ­თულ-იტა­ლი­უ­რი ონ­ლა­ინ მე­დია ERMES TV-ს (ერ­მე­სი მე­დია) დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი - ნინა მა­მუ­კა­ძე იტა­ლი­ი­დან გვე­სა­უბ­რა.

- რაც ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლი­ამ ძა­ლი­ან მცი­რე დრო­ში შეძ­ლო, ეს მხო­ლოდ ერ­თე­უ­ლებს შე­უძ­ლი­ათ, რო­გორც სა­ფეხ­ბურ­თო, ისე სა­მო­ქა­ლა­ქო თვალ­საზ­რი­სით. სა­ფეხ­ბურ­თო თვალ­საზ­რი­სით ხვი­ჩა ტა­ლან­ტია, ეს ტა­ლან­ტი მან ძა­ლი­ან დიდი შრო­მით გა­ნა­ვი­თა­რა. ნე­ა­პოლ­ში ხვი­ჩას სა­ო­ცა­რი გა­რე­მო დახ­ვდა, რა­მაც ასეთ დიდ მას­შტაბ­ზე გა­იყ­ვა­ნა. ნე­ა­პოლ­ში ხდე­ბა ის, რაც არ­სად. ეს ქა­ლა­ქი ფეხ­ბურ­თით ცხოვ­რობს, ფეხ­ბურ­თის ღმერ­თი მა­რა­დო­ნაც ხომ სწო­რედ ნე­ა­პოლ­ში ჰყავთ, ის, ვინც კლუბს ორი სკუ­დე­ტო მო­ა­გე­ბი­ნა. მე­სა­მე სკუ­დე­ტო კლუბ­მა ხვი­ჩას დამ­სა­ხუ­რე­ბით მო­ი­გო.

წარ­მო­იდ­გი­ნეთ, ხვი­ჩა ნე­ა­პო­ლე­ლე­ბის რამ­დე­ნად დიდ სიყ­ვა­რულს და­იმ­სა­ხუ­რებ­და, ის ხომ მე­სა­მე სკუ­დე­ტოს მთა­ვა­რი გმი­რი იყო. ოდ­ნა­ვაც არ გამ­კვირ­ვე­ბია ნე­ა­პო­ლე­ლე­ბის ასე­თი ემო­ცი­უ­რი რე­აქ­ცია, რო­დე­საც ხვი­ჩას წას­ვლის შემ­დეგ ინ­ფორ­მა­ცია გავ­რცელ­და. მაგ­რამ ჩემ­თვის სრუ­ლი­ად მი­უ­ღე­ბე­ლია წყე­ნის, გუ­ლის­ტკი­ვი­ლის ისე­თი ფორ­მით გა­მო­ხატ­ვა, რაც სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბის მეშ­ვე­ო­ბით ვნა­ხეთ. არ­ცერ­თი ფეხ­ბურ­თე­ლი, მი­თუ­მე­ტეს ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლია, რო­მელ­მაც მარ­თლაც სა­ოც­რე­ბე­ბი მო­ახ­დი­ნა, ასეთ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას არ იმ­სა­ხუ­რებს. მაგ­რამ მინ­და ხაზ­გას­მით ვთქვა, რომ ეს შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა, არ არის მთლი­ა­ნად ნე­ა­პო­ლის და ნა­პო­ლის გულ­შე­მატ­კივ­რე­ბის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა.

ხვი­ჩას სა­მო­ქა­ლა­ქო დამ­სა­ხუ­რე­ბა ვახ­სე­ნე და შე­მიძ­ლია თა­მა­მად ვთქვა, რომ აქამ­დე იტა­ლი­ე­ლე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს ემიგ­რან­ტე­ბის მეშ­ვე­ო­ბით იც­ნობ­დნენ. ჩემი პრო­ფე­სი­ი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ხში­რი შე­ხე­ბა მაქვს ემიგ­რან­ტებ­თან და ვხე­დავ, რო­გორ ცდი­ლო­ბენ სა­კუ­თა­რი სამ­შობ­ლო სა­უ­კე­თე­სო კუ­თხით წარ­მო­ა­ჩი­ნონ. ეს არ არის ტრა­ფა­რე­ტუ­ლი ფრა­ზა, რომ ემიგ­რან­ტე­ბი თა­ვი­ან­თი ქვეყ­ნის ელ­ჩე­ბი არი­ან. მი­უ­ხე­და­ვად ამ ყვე­ლაფ­რი­სა, სა­ქარ­თვე­ლოს ცნო­ბა­დო­ბა რა­დი­კა­ლუ­რად, სას­წა­უ­ლად ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლი­ას გად­მოს­ვლის შემ­დეგ გა­ი­ზარ­და. ამ ყვე­ლაფ­რის ცო­ცხა­ლი მოწ­მე ვარ. თუ მა­ნამ­დე ახ­სე­ნებ­დი, რომ ქარ­თვე­ლი ხარ, თავს ვალ­დე­ბუ­ლად თვლი­დი, აგეხ­სნა, რომ არ ხარ რუ­სე­თი­დან, რომ რუ­სუ­ლი შენი მშობ­ლი­უ­რი ენა არ არის, რომ არც ამე­რი­კის ერთ-ერთი შტა­ტი­დან ხარ. "კვა­რამ" მო­ა­ხერ­ხა ის, რაც ევ­რო­პა­ში დღემ­დე ვე­რა­ვინ შეძ­ლო. ძა­ლი­ან დიდი კე­თილ­გან­წყო­ბით სარ­გებ­ლობ­დნენ ქარ­თვე­ლე­ბი ამ პე­რი­ოდ­ში.

- თქვე­ნი, რო­გორც ჟურ­ნა­ლის­ტის ყო­ველ­დღი­უ­რო­ბაც შე­იც­ვა­ლა?

- ჩე­მიც, რო­გორც ჟურ­ნა­ლის­ტის ცხოვ­რე­ბაც ერ­თგვა­რად შე­იც­ვა­ლა. ფლო­რენ­ცი­ა­ში ვცხოვ­რობ, მაგ­რამ ნე­ა­პოლ­ში თა­მა­შებ­ზე ჩას­ვლა ხში­რად მი­წევ­და. ემ­პოლ­ში და ფლო­რენ­ცი­ა­შიც ვეს­წრე­ბო­დი მის თა­მა­შებს. მე სპორ­ტუ­ლი ჟურ­ნა­ლის­ტი არ ვარ, მაგ­რამ იმ ინ­ტე­რე­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რაც ქარ­თვე­ლი ემიგ­რან­ტე­ბის მხრი­დან მო­დი­ო­და, რო­გორც კი ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლია გა­მოჩ­ნდა, თავი ვალ­დე­ბუ­ლად ჩავ­თვა­ლე, რომ ამ თე­მა­ზეც და­მე­წყო მუ­შა­ო­ბა. მახ­სოვს, ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლია სულ ახა­ლი გად­მო­სუ­ლი იყო ნა­პო­ლი­ში, პირ­ვე­ლი­ვე ორ თა­მაშ­ში, სამი გოლი გა­ი­ტა­ნა.

იმ დროს კო­ვი­დი­ა­ნი, სი­ცხი­ა­ნი სახ­ლში ვი­წე­ქი. ასეთ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყო­ფი ავ­დე­ქი და პირ­ვე­ლი სი­უ­ჟე­ტი გა­ვა­კე­თე, რო­მელ­საც ძა­ლი­ან დიდი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოყ­ვა. სულ მალე ფლო­რენ­ცი­ა­ში ითა­მა­შა ნა­პო­ლიმ, აქაც მო­ვამ­ზა­დე სი­უ­ჟე­ტი, სა­დაც ფი­ო­რენ­ტი­ნას, ნა­პო­ლი­სა და ქარ­თველ გულ­შე­მატ­კივ­რებ­თან ჩავ­წე­რე ინ­ტერ­ვი­უ­ე­ბი. ამა­საც სა­ო­ცა­რი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა. მივ­ხვდი, რომ ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით მუ­შა­ო­ბა აუ­ცი­ლებ­ლად უნდა გა­მეგ­რძე­ლე­ბი­ნა. ასე შე­ვი­თავ­სე სა­ფეხ­ბურ­თო თემა, როცა მა­ნამ­დე ძი­რი­თა­დად სა­ე­მიგ­რა­ციო და კულ­ტუ­რულ თე­მებ­ზე ვმუ­შა­ობ­დი. ჩემს ცხოვ­რე­ბა­შიც თით­ქოს ახა­ლი ეტა­პი და­ი­წყო.

ამის შემ­დეგ, ნა­პო­ლის თა­მა­შებს, აკ­რე­დი­ტა­ცი­ით ვეს­წრე­ბო­დი. შე­მიძ­ლია, ვთქვა, რომ ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლი­ამ ჩემს პრო­ფე­სი­ა­ში ფეხ­ბურ­თი შე­მო­ი­ტა­ნა. თა­ვი­დან ცოტა არ იყოს გა­მი­ჭირ­და, რად­გან მა­ნამ­დე მოყ­ვა­რუ­ლის დო­ნე­ზე ვუ­ყუ­რებ­დი და ვიც­ნობ­დი ფეხ­ბურთს. თურ­მე ყვე­ლაფ­რის სწავ­ლაა შე­საძ­ლე­ბე­ლი. ახლა საკ­მა­ოდ კარ­გად ვერ­კვე­ვი ფეხ­ბურთში. გა­ვაც­ნო­ბი­ე­რე, რომ ფეხ­ბურ­თი მხო­ლოდ სპორ­ტი არ არის. ეს სა­ხალ­ხო სპორ­ტია, მით უმე­ტეს იტა­ლი­ის რე­ა­ლო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე. ზე­მოთ ვახ­სე­ნე, რომ ნე­ა­პო­ლი ფეხ­ბურ­თით ცხოვ­რობს, მაგ­რამ ზო­გა­დად იტა­ლი­ა­შია ეს სპორ­ტი ძა­ლი­ან და­ფა­სე­ბუ­ლი და პო­პუ­ლა­რუ­ლი. მაგ­რამ უნდა ვთქვა, რომ ნა­პო­ლის ყვე­ლა­ზე მეტი სპორ­ტუ­ლი ჟურ­ნა­ლის­ტი და ყვე­ლა­ზე მეტი სპორ­ტუ­ლი გა­და­ცე­მა და ონ­ლა­ინ მე­დია ჰყავს.

არ მგო­ნია ამ­დე­ნი სხვა რო­მე­ლი­მე კლუბს ჰყავ­დეს. სა­ო­ცა­რი მე­გობ­რე­ბი შე­ვი­ძი­ნე ნე­ა­პო­ლე­ლი სპორ­ტუ­ლი ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის სა­ხით. ეს ის მე­გობ­რო­ბაა, მთე­ლი ცხოვ­რე­ბა გამ­ყვე­ბა და ამის­თვის ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლი­ას ძა­ლი­ან დიდი მად­ლო­ბე­ლი ვარ. თა­ვის­და­უ­ნე­ბუ­რად ამ­დე­ნად დიდი რამ შე­მო­ი­ტა­ნა ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში. ასე­ვე რამ­დე­ნი­მე დიდ პრო­ექ­ტში ჩა­ვერ­თე და მე თვი­თო­ნაც და­ვა­ორ­გა­ნი­ზე ნე­ა­პოლ­ში ისევ და ისევ იმ მო­ტი­ვით, რომ იქ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად გაზ­რდი­ლი იყო სა­ქარ­თვე­ლოს და ქარ­თვე­ლე­ბის მი­მართ ყუ­რა­დღე­ბა. ეს პრო­ექ­ტე­ბი, რომ­ლებ­მაც ორ ქვე­ყა­ნას შო­რის კულ­ტუ­რულ ურ­თი­ერ­თო­ბებს უფრო დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა შეს­ძი­ნა, დიდი წარ­მა­ტე­ბით გან­ხორ­ცი­ელ­და.

ზო­გა­დად, ნე­ა­პო­ლე­ლე­ბი ძა­ლი­ან ემო­ცი­უ­რე­ბი არი­ან. ძა­ლი­ან ხში­რი და ახლო შე­ხე­ბა მქონ­და და მაქვს და ვგრძნობ თუ რო­გორ იცი­ან ემო­ცი­ის გა­ზი­ა­რე­ბა, რო­გორც კარ­გის, ამ შემ­თხვე­ვა­ში და­ვი­ნა­ხეთ, რომ ცუ­დი­საც. ძა­ლი­ან ბევ­რი მწერ­და, მაგ­რამ გულ­წრფე­ლად გი­თხრათ, პი­რად­ში, ცუდი არ მო­უ­წე­რი­ათ. სა­ჯა­რო­დაც მე თვი­თო­ნაც ვე­რი­დე­ბო­დი ვინ­მეს­თან პო­ლე­მი­კა­ში შეს­ვლას, იმ­ხე­ლა ტრა­გე­დია იყო ნე­ა­პო­ლე­ლე­ბი­სათ­ვის ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლი­ას გუნ­დი­დან წას­ვლა. თუმ­ცა ისევ ვი­მე­ო­რებ, რომ ვერ გა­ვა­მარ­თლებ იმ შე­უ­რა­ცხყო­ფას რაც ვნა­ხეთ. მე ვხვდე­ბი ნე­ა­პო­ლე­ლე­ბის ასე­თი რე­აქ­ცი­ის მი­ზეზს და ეს ვუ­თხა­რი ხვი­ჩას ერთ-ერთ გულ­შე­მატ­კი­ვარს, რო­მელ­მაც პი­რად­ში სა­ო­ცა­რი წე­რი­ლი გა­მო­მიგ­ზავ­ნა.

- გვი­ამ­ბეთ ამის შე­სა­ხებ..

- ვი­დე­ო­მი­მარ­თვა გა­ვავ­რცე­ლე იტა­ლი­ურ ენა­ზე, სა­დაც ჩემს აზრს გა­მოვ­ხა­ტავ­დი. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, გავ­რცელ­და ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლი­ას ვი­დეო წას­ვლის შე­სა­ხებ და ერთ-ერ­თმა გულ­შე­მატ­კი­ვარ­მა და გა­მომ­წერ­მა გა­ე­ტა­ნო კორ­ბი­სი­ე­რომ მომ­წე­რა, რომ ამ ორი ვი­დე­ოს ნახ­ვის შემ­დეგ და­ფიქ­რდა და სხვა­ნა­ი­რად მი­ი­ღო მო­ცე­მუ­ლო­ბა. მწერ­და, რომ თა­ვი­დან სხვა­ნა­ი­რად ფიქ­რობ­და, მაგ­რამ შემ­დეგ სხვა­ნა­ი­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა გა­უჩ­ნდა. რომ გაბ­რა­ზე­ბუ­ლი და ნა­წყე­ნი იყო, მაგ­რამ შე­უ­რა­ცხყო­ფას ისიც ვერ ამარ­თლებ­და. ძა­ლი­ან დიდი მად­ლო­ბე­ლია ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლი­ა­სი და ჩვენ, ქარ­თვე­ლე­ბიც ძა­ლი­ან ვუყ­ვარ­ვართ. ეს სიყ­ვა­რუ­ლი კი სულ გაგ­რძელ­დე­ბა. მე ამ ადა­მი­ა­ნის წე­რი­ლი­და­ნაც შე­მიძ­ლია ვიმ­სჯე­ლო და იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რეც, რომ ნე­ა­პო­ლე­ლებს ძა­ლი­ან კარ­გად ვიც­ნობ. რო­გორც უკვე აღ­ვნიშ­ნე, ფეხ­ბურ­თი ნე­ა­პოლ­ში მხო­ლოდ სპორ­ტი არ არის, ეს მათი კულ­ტუ­რის და იდენ­ტო­ბის ნა­წი­ლია.

ისი­ნი ძა­ლი­ან გან­სხვავ­დე­ბი­ან და­ნარ­ჩე­ნი იტა­ლი­ე­ლე­ბის­გან. ერ­თმა­ნეთს შე­მიძ­ლია შე­ვა­და­რო ნე­ა­პო­ლე­ლე­ბი და ქარ­თვე­ლე­ბი. ჩვენ მხო­ლოდ ტემ­პე­რა­მენ­ტით არ ვგა­ვართ ერ­თმა­ნეთს, ნე­ა­პო­ლე­ლებს ისე­ვე რო­გორც ქარ­თვე­ლებს მუდ­მი­ვად მტკი­ცე­ბა უწევთ, რამ­დე­ნად ღი­რე­ბუ­ლია მათი კულ­ტუ­რა, ტრა­დი­ცი­ე­ბი, ულა­მა­ზე­სი ნე­ა­პო­ლი და მთლი­ა­ნად კა­მო­ა­ნი­ის რე­გი­ო­ნი... ნე­ა­პო­ლი და "ნა­პო­ლი" ცოტა და­ჩაგ­რუ­ლი არი­ან ისეთ კლუ­ბებ­თან შე­და­რე­ბით რო­გო­რე­ბიც არი­ან იუ­ვენ­ტუ­სი, ინ­ტე­რი, მი­ლა­ნი… ისი­ნი პრი­ვი­ლე­გი­რე­ბუ­ლი კლუ­ბე­ბი არი­ან… შე­მიძ­ლია პა­რა­ლე­ლი გა­ვავ­ლო სა­ქარ­თვე­ლოს­თან, რომ ფეხ­ბურ­თი ნე­ა­პო­ლე­ლე­ბის იდენ­ტო­ბის ნა­წი­ლია და მათი წარ­მოდ­გე­ნი­დან, გად­მო­სა­ხე­დი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მათ იდენ­ტო­ბას შე­ეხ­ნენ, გა­თე­ლეს. ამი­ტო­მაც, რო­გორც ქარ­თველს მეს­მის, რა­ტომ ჰქონ­დათ ასე მწვა­ვე რე­აქ­ცია. თუმ­ცა, ასე­თი აგ­რე­სია და უზ­რდე­ლო­ბა ჩემ­თვის მი­უ­ღე­ბე­ლია. ბო­ლოს კი, მად­ლო­ბა მინ­და გა­და­ვუ­ხა­დო ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლი­ას, რო­გორც ერ­თმა რი­გით­მა ემიგ­რან­ტმა და რო­გორც ჟურ­ნა­ლის­ტმა. რო­გორც და­სა­წყის­ში აღ­ვნიშ­ნე, რაც კვა­რამ შეძ­ლო, მხო­ლოდ ერ­თე­უ­ლებს შე­უძ­ლი­ათ და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, წინ უფრო დიდი გა­მარ­ჯვე­ბე­ბია.


წყარო: ambebi.ge


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები