უმძიმესი ხილვა მქონდა !- გოგა მანიას შოკისმომგვრელი წინასწარმეტყველება
გოგა მანია სოციალურ ქსელში ახალ წინასწარმეტყველებას ავრცელებს, რომელიც, მისი თქმით, საზოგადოებას გაფრთხილებას და სიფრთხილისკენ მოწოდებას უკავშირდება.
მან სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის განცხადება გაავრცელა:
08.01.2025 წლის ჩანაწერი, ახალი წინასწარმეტყველება.
წითელი ვარდების სასაფლაო, ჯერ არ მოურწყავთ და მალე უნდა მოირწყას! გაუფრთხილდით ერთმანეთს, უმძიმესი ხილვა მქონდა!
მეტად დაიცავით და გაუფრთხილდით ერთმანეთს.
ერიდეთ დიდი თავშეყრის ადგილებს (მე მხოლოდ გაფრთხილებთ და გაფრთხილდით!). სიკეთეს გისურვებთ! რაც არ უნდა იყოს… საქართველო არის ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა.
მისი მოწოდება განსაკუთრებით მიმართულია ერთმანეთის პატივისცემასა და უსაფრთხოებაზე, რაც, მისი თქმით, მომავალში მეტად მნიშვნელოვანი იქნება. მანია ასევე მიუთითებს თავშეყრის ადგილებისგან თავის არიდების აუცილებლობაზე, რაც კიდევ უფრო ამძაფრებს საზოგადოების ყურადღებას.
გოგა მანიას ხილვების მსგავსი განცხადებები ადრეც გაუვრცელებია და ხშირად იყო განხილვისა და მსჯელობის საგანი, განსაკუთრებით მათთვის, ვინც მის წინასწარმეტყველებებს მნიშვნელოვნად მიიჩნევს. მის სიტყვებს, როგორც წესი, სიმბოლური მნიშვნელობა აქვს და თითოეულმა ინდივიდმა თავად უნდა გადაწყვიტოს, რა დამოკიდებულება ექნება მის ნაუწყარებასთან.