როგორ გამოემშვიდობა ხვიჩა გასახდელში შეკრებილ თანაგუნდელებს!?
ხვიჩა კვარაცხელია, რომელიც ნაპოლიში გამორჩეული კარიერის განმავლობაში არაერთ მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია, დღეს ყოფილ თანაგუნდელებს დაემშვიდობა და უახლოეს საათებში პარიზში გამგზავრებას აპირებს.
იტალიური გამოცემა Il Mattino ავრცელებს ინფორმაციას ხვიჩას ემოციურ გამოსამშვიდობებელ სიტყვასა და მისი შეხვედრის დეტალებზე Castel Volturno-ს საწვრთნელ ბაზაზე.
გამოცემის თანახმად, კვარაცხელიამ თანაგუნდელებს მადლობა გადაუხადა:
მადლობას გიხდით იმ სიხარულისა და მწუხარებისთვის, რაც ერთად გავიზიარეთ. თქვენ პირველივე დღიდან განსაკუთრებულად მიმიღეთ. სკუდეტოს მოგება და ეს ემოციები ჩემს გულში სამუდამოდ დარჩება.
მან გასახდელში მოთავსებული ფოტოც აიღო, რომელიც თავისი სათავსოზე ჰქონდა, და თანაგუნდელებს ხელმოწერა სთხოვა. ეს ფოტოსურათი, როგორც თავად აღნიშნა, პარიზში წაიღებს, სადაც მის ახალ კარიერას იწყებს.
კვარაცხელია პარიზში დღესვე ჩავა, სადაც პარი სენ-ჟერმენის (პსჟ) ხელმძღვანელობას შეხვდება. არ არის გამორიცხული, რომ ის სამედიცინო შემოწმებასაც გაიაროს და მალე ფრანგული კლუბის წევრი გახდეს.
ეს ნაბიჯი მისთვის ახალი შესაძლებლობებისა და გამოწვევების ეტაპია, რაც, სავარაუდოდ, მის სპორტულ კარიერას კიდევ უფრო გააძლიერებს.