გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს! მოემზადეთ ძლიერი ქარისა და შტორმისთვის
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს შესაძლო რთული მეტეოროლოგიური პირობების შესახებ, რომლებიც 18-20 იანვარს საქართველოშია მოსალოდნელი.
მოსალოდნელი ამინდი:
•18-20 იანვარი: ნალექი მთელ ქვეყანაში, მთიან რეგიონებში თოვლი, ზოგან ძლიერი თოვლჭყაპი და ქარბუქი.
•19-20 იანვარი: ზღვაზე 4-6 ბალიანი შტორმი.
•დასავლეთის ძლიერი ქარი, განსაკუთრებით მაღალმთიან და ზღვისპირა რეგიონებში.
პოტენციური საფრთხეები:
•მდინარეებზე წყლის დონის მატება: დასავლეთ საქართველოს რეგიონებში მოსალოდნელმა ნალექებმა შეიძლება გამოიწვიოს მდინარეების კალაპოტების მნიშვნელოვანი მატება.
•მეწყრულ-ღვარცოფული პროცესები: გორაკ-ბორცვიან ზონებში შესაძლებელია მეწყრული პროცესების გააქტიურება და ღვარცოფების ჩამოყალიბება.
•ზვავების ფორმირება: ქვეყნის მაღალმთიან რაიონებში მოსალოდნელია ზვავების ჩამოყალიბება.
ტრანსპორტის მოძრაობა:
•გზებზე მოძრაობის შეზღუდვა: დიდთოვლობის, ზვავსაშიშროების, ლიპყინულისა და ხილვადობის გაუარესების გამო საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია მოძრაობის შეზღუდვა.
•საფრთხის დონე: საშუალო.
რეკომენდაციები მოსახლეობისთვის:
1.გადაადგილებისას გამოიჩინეთ სიფრთხილე, განსაკუთრებით მაღალმთიან და რთულად გასავლელ გზებზე.
2.მოერიდეთ ზვავსაშიშროების ზონებს და სარისკო გზებს.
3.მოემზადეთ ძლიერი ქარისა და შტორმისთვის ზღვისპირა რაიონებში.
4.იყავით ინფორმირებული ამინდის პროგნოზის ცვლილებების შესახებ და დაიცავით შესაბამისი ინსტრუქციები.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ აღნიშნული გაფრთხილება და იზრუნოთ უსაფრთხოებაზე!
Related Posts