მაღაროელმა თვალები ამოიკერა - რა ვითარებაა ჭიათურაში?

19-06-2023
გიორგი გელაშვილი
Aa

ჭიათურაში მაღაროელების პროტესტი გრძელდება. 

დღეს ერთ-ერთმა მათგანმა თვალები ამოიკერა, მეორემ კი ვენები გადაიჭრა.

დღეს მაღაროელების პროტესტის მე-14, ხოლო შიმშილობის მე-8 დღეა. 

მაღაროელები ღირსეულ ანაზღაურებას, სამუშაო პირობების გაუმჯობესებას და შრომითი უსაფრთხოების ნორმების დაცვას ითხოვენ.

ამ ეტაპზე ყველა მაღარო გაჩერებული და პარალიზებულია. 


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები